ლუპიტა ნიონგოს სახლი ლოს-ანჯელესში
ლუპიტა ნიონგომ ლოს-ანჯელესის სახლი Crate & Barrel-ის დიზაინის გუნდთან ერთად განაახლა. ინტერიერში მთავარი ადგილი ბუნებრივ ხედებსა და მყუდრო გარემოს ეთმობა.
კიმ კარდაშიანის ცხოვრებაში „ფორმულა 1“-ის ეპოქა დაიწყო. რეალითი შოუს ვარსკვლავი მონაკოს გრან-პრიზე გამოჩნდა და Ferrari-ის პილოტს, ლუის ჰემილტონს გულშემატკივრობდა.

„ფორმულა 1“ უკვე დიდი ხანია მხოლოდ სპორტი აღარ არის. ის მოდის, შოუ-ბიზნესისა და ფუფუნების ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პლატფორმად იქცა, სადაც სარბოლო ტრასაზე მიმდინარე მოვლენებთან ერთად, ყურადღების ცენტრში სტუმრები და მათი ჩაცმულობაც ექცევა.

მონაკოში კიმ კარდაშიანი შავი მაქმანებიანი ბოდით, ჯინსითა და დიდი ზომის მზის სათვალით გამოჩნდა. მასთან ერთად იყო ქლოე კარდაშიანიც, რომელმაც მთლიანად შავ ფერში გადაწყვეტილი ლუქი მოირგო: ღრმა დეკოლტე, კაპრი შარვალი და მინიმალისტური აქსესუარები.

კიმისა და ლუის ჰემილტონის ურთიერთობა ბოლო თვეების ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს წლებია იცნობენ, რომანტიკული ურთიერთობის შესახებ საუბარი მხოლოდ წელს დაიწყო.

მათი ურთიერთობა კიდევ უფრო საჯარო გახდა მას შემდეგ, რაც ჰემილტონმა სოციალურ ქსელში Ferrari F40-ით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც კარდაშიანი მის გვერდით ზის. მოგვიანებით, კიმმაც გააზიარა კადრები, სადაც ისინი ნიუ-იორკის ქუჩებში ველოსიპედებით სეირნობენ.
Formula 1-ის პადოკი ყოველთვის გამოირჩეოდა გლამურული ატმოსფეროთი, თუმცა ბოლო წლებში ყურადღება სულ უფრო ხშირად მრბოლელების პარტნიორებისკენაც არის მიმართული. მათი ჩაცმულობა, საჯარო გამოჩენები და სოციალურ მედიაში აქტიურობა ხშირად ისეთივე განხილვის საგანი ხდება, როგორც თავად რბოლა. თუ 2000-იან წლებში ამ კულტურის ყველაზე ცნობილი სახე ვიქტორია ბექჰემი იყო, დღეს WAG-ების სტილი ცალკე განსახილველ მოვლენად ჩამოყალიბდა.

კიმ კარდაშიანი კი ამ როლს ბუნებრივად ერგება. მონაკოს გრან-პრის მიმდინარეობისას ის რბოლას Ferrari-ის მეორე პილოტის, შარლ ლეკლერის პარტნიორთან, ალექსანდრა ლეკლერთან ერთად ადევნებდა თვალს. სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც Mercedes-ის მრბოლელი ჯორჯ რასელი და მისი პარტნიორი კიმ კარდაშიანის გამოჩენას უყურებენ და ხუმრობენ, რომ მათი პადოკში მისვლა მსგავსი მასშტაბის აჟიოტაჟს არასოდეს იწვევს.
მონაკოში გამოჩენა ცხადყოფს, რომ კიმ კარდაშიანი Formula 1-ის სამყაროშიც კი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფიგურაა. დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში მას პადოკში კიდევ არაერთხელ ვიხილავთ.