SHOPPING WITH KVARA

ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის — ის გლობალური ფენომენია. მას მოედანზე განვითარებული დრამების მიღმაც აქვს ძალა — ფეხბურთი ადამიანებს აერთიანებს არა მხოლოდ თამაშის ვნებით, არამედ კულტურული გავლენებითაც. ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი და ყურადსაღები მიმართულება, რომელსაც ფეხბურთის კულტურა ატარებს, მოდასთან მისი მჭიდრო კავშირია. როცა ფეხბურთზე ვფიქრობთ, თვალწინ გვიდგება გულშემატკივარი, რომელიც გუნდის ფერებშია გამოწყობილი, ხელში კი უჭირავს სწორედ თილისმად ქცეული შარფი. თუმცა მოდის გავლენა ფეხბურთზე ამაზე ბევრად შორს მიდის — და აქ მთავარ როლში თავად ფეხბურთელი შემოდის.

თანამედროვე ფეხბურთელები სტილის ახალ არქეტიპებს ქმნიან: დევიდ ბექჰემი, ექტორ ბელერინი, კრიშტიანუ რონალდუპოლ პოგბა და სხვა სპორტსმენები style icon-ებად იქცნენ. ჩვენი ფეხბურთელებიც მათ კვალდაკვალ მიჰყვებიან. ჩვენ ადრეც განვიხილეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ჩაცმულობა. ამ ჯერზე კი, საქართველოს და მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მიიპყრო ყურადღება.

ხვიჩა კვარაცხელია

17 მარტს, ნაკრების შეკრებისთვის ხვიჩა კვარაცხელიამ ნაცრისფერი full Prada ლუქი შეარჩია. სპორტსმენმა დახვეწილი და მინიმალისტური დუო - პიჯაკი და შარვალი თეთრ მაისურს შეუხამა.

Prada 

Buy Now

prada

 

Prada 

Buy Now

ხვიჩას ხელთ წითელი ფერის Louis Vuitton Speedy P9 Bandoulière 50 ჩანთა ეკავა. Speedy P9 Bandoulière 50 — Louis Vuitton-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საკულტო სამგზავრო ჩანთაა. ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, ფარელ უილიამსმა, ამ მოდელს ახალი სიცოცხლე შთაბერა და მომხმარებელს სხვადასხვა გაბედულ ფერში წარუდგინა. თუმცა ჩანთის ხელში ჩაგდება თითქმის შეუძლებელია — ის სრულად ამოყიდულია და ფასიც არანაკლებ შთამბეჭდავია: მოდელის ღირებულება 12 000-დან 18 000 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს.

Louis Vuitton Speedy P9 Bandoulière 50

Louis Vuitton Speedy P9 Bandoulière

RIMOWA Original Cabin Twist ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული სამგზავრო ჩანთაა. ვერცხლისფერი კორპუსი და წითელი დეტალები ზუსტად ეხმიანება იმ ესთეტიკას, რაც დღეს მოდაშია — ფუნქციურობისა და გამორჩეული სტილის შერწყმა. ჩანთა ხშირად გვხვდება ვარსკვლავების აეროპორტის ლუქებში და არც კვარა გახდა გამონაკლისი.

rimowa Cabin Twist

Rimowa Cabin Twist

Buy Now

 

ქართული სპორტის ვარსკვლავმა ლუქი Gucci-ს ნაცრისფერი სპორტული ფეხსაცმლით დაასრულა, რაც იდეალურად ერწყმის Prada-ს მონოქრომულ ლუქს.

Dior B30 Countdown Sneaker

 

Dior B30 Countdown Sneaker 

ზევით