ყველაფერი, რაც კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის ურთიერთობაზე ვიცით

სუპერმოდელის, კენდალ ჯენერისა და მსახიობის, ჯეიკობ ელორდის ურთიერთობა ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. ყველაფერი მუსიკალური ფესტივალის, Coachella-ს შემდეგ გავრცელებული სპეკულაციებით დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ჯენერმა და ელორდიმ ჯასტინ ბიბერის after-party-ის უმეტესი ნაწილი ერთად გაატარეს.

ეს სიახლე მალევე მოექცა მედიისა და ფანების ყურადღების ეპიცენტრში, რომლებსაც არ გამოჰპარვიათ, რომ კენდალმა Instagram-ზე ბიბერის პერფორმანსის ვიდეო გააზიარა, ხოლო ჯეიკობ ელორდი იმავე საღამოს კონცერტზე შენიშნეს.

elordi janner

 

ჯენერი და ელორდი ჰავაიზე

ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა ჯენერი და ელორდი ჰავაიზე დასვენების დროს დააფიქსირეს. სხვადასხვა გამოცემის ინფორმაციით, სწორედ ეს მოგზაურობა იყო მათი დაახლოების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. People-ის წყაროს ცნობით, ამ პერიოდში ისინი განსაკუთრებით დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ურთიერთობაც უფრო ბუნებრივად განვითარდა.

კენდალ ჯენერი, ჯეიკობ ელორდი, კაილი ჯენერი, ტიმოთი შალამე, ორმაგი პაემანი, double date

როგორც ჩანს, ჯეიკობ ელორდი კარდაშიან-ჯენერების ახლო წრეში უკვე კომფორტულად გრძნობს თავს. ჰავაიდან დაბრუნების შემდეგ კენდალი და ჯეიკობი ლოს-ანჯელესში, კაილი ჯენერთან და ტიმოთი შალამესთან ერთად პაემანზე დააფიქსირეს.

კენდალ ჯენერი, კაილი ჯენერი, ტიმოთი შალამე კენდალ ჯენერი, კაილი ჯენერი, ტიმოთი შალამე

არსებული ინფორმაციით, ურთიერთობის განვითარებაში შესაძლოა გარკვეული როლი კაილი ჯენერმაც ითამაშა. მოგეხსენებათ, რომ კინო დაჯილდოების სეზონის პერიოდში, ის ხშირად ხვდებოდა ჯეიკობ ელორდის, რადგან მსახიობი ტიმოთი შალამესთან მეგობრობს.

ამ ურთიერთობამდე კენდალ ჯენერი სხვადასხვა დროს Bad Bunny-ის, დევინ ბუკერს და ჰარი სტაილსს ხვდებოდა. ჯეიკობ ელორდის ყოფილ შეყვარებულებს შორის კი ოლივია ჯეიდი, კაია გერბერი, ზენდეია და ჯოი კინგი არიან.

ჯერჯერობით, არც ჯენერს და არც ელორდის გავრცელებულ ინფორმაციაზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა, მათი ბოლო დროის გამოჩენები და პაპარაცული ფოტოები გვაფიქრებინებს, რომ მათი ურთიერთობა შესაძლოა მოკლევადიან ჰოლივუდურ რომანზე მეტიც აღმოჩნდეს.

ზევით