ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
HBO-ს ახალ წარმატებულ პროექტში Mare of Easttown-ში გამოჩენისა და მაყურებლის სრულად მონუსხვის შემდეგ, ქეით უინსლეტი დროს საკუთარ თავსა და სილამაზეს უთმობს და ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის L'Oréal Paris-ის ახალ სახედ გვევლინება და ისეთ სახელებს უერთდება, როგორებიც ვაიოლა დევისი, ევა ლონგორია და ჯემა ჩანი არიან.

ოსკაროსანი მსახიობი ბრენდის სხვადასხვა პროდუქციას, მათ შორის თმის თუ სახის მოვლის საშუალებებს და მაკიაჟის ამბასადორი გახდება, თუმცა ყველაზე მთავარი ამ თანამშრომლობაში უინსლეტის ხმა და მკაფიო მესიჯები გახდება. ქეითის დებიუტი, L'Oréal Paris-ის წარმომადგენლის ამპლუაში, ივლისის თვეში, Cannes Film Festival-ზე შედგება.
ქეით უინსლეტი ნამდვილი კერპია, როგორც მსახიობი და როგორც ძლიერი ქალი. სწორედ ამიტომ მისი ძლიერი ხმა გვჭირდება, რათა ქალებმა საკუთარი თავის და სილამაზის ირწმუნონ.

სიახლის შესახებ საუბრისას ქეითმა აღნიშნა, რომ ეს მოვალეობა, მის ცხოვრებაში დროულია: "ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ყველაფერი დროულად ხდება, ბოლო 6 თვის განმავლობაში თითქოს რაღაც შეიცვალა, ჩვენს ხმას განსაკუთრებული, ორიგინალური გზებით ვიყენებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ ქალები ერთმანეთის მხარდამჭერები გახდნენ, ისინი ხმამაღალ კომპლიმენტებს ეუბნებიან ერთურთს და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ".