დიდხანს მოარული ჭორები დადასტურდა, 26 წლის კაილი ჯენერი და 27 წლის ტიმოთი შალამე ერთმანეთს ხვდებიან. წყვილი საჯაროდ, ბიონსეს დაბადების დღეს, RenaissanceWorld Tour-ის ლოს-ანჯელესის კონცერტზე გამოჩნდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორც საუბრობენ ტიმოთი და კაილი პირისპირ, კიდევ რამდენიმე ფოტოსურათი კი იმის დასტურად არსებობს, რომ ისინი კოცნას და ჩახუტებასაც უზიარებდნენ ერთმანეთს, ბიონსეს კონცერტის ფონზე.
კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ პირველი ცნობები წლის დასაწყისში, აპრილის თვეში გავრცელდა. ბიზნესვუმენისა და მსახიობის გზები, ევროპაში, უფრო ზუსტად კი პარიზის მოდის კვირეულზე გადაიყარა. მაშინ, Jean Paul Gaultier-ის ჩვენებიდან გავრცელდა კადრები, რომელშიც კაილი და ტიმოთი საუბრობდნენ, თუმცა სულ ეს იყო. ამის შემდეგ, პაპარაცებმა ჯენერი კიდევ რამდენჯერმე დააფიქსირეს შალამეს სიახლოვეს, თუმცა მათი რომანის დამადასტურებელი ფოტოები ამ დრომდე არ არსებობდა. ბუნებრივია, მანამ სანამ ეს კაილიმ და ტიმოთიმ თავად არ მოინდომეს.
ბიონსეს კონცერტს ასევე ესწრებოდნენ კაილის დედა და დები, კრის ჯენერი, კიმ კარდაშიანი და ქლოი კარდაშიანი შვილებთან ერთად. პაპარაცებმა აგრეთვე შენიშნეს ჰეილი და ჯასტინ ბიბერებიც, თუმცა ისინი წყვილისგან მოშორებით იმყოფებოდნენ, რამაც ახალ ჰეილი vs სელენა დაუსრულებელ დრამას დაუდო სათავე.
ჯენერი ადრე ურთიერთობაში იყო რეპერ ტრევის სკოტთან. წყვილს ორი საერთო შვილი 5 წლის სტორმი და 19 თვის აირე ჰყავს. 2017 წელს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა რთულ ცხოვრებისეულ ატრაქციონს დაემსგავსა წყვილისთვის, ისინი ბევრჯერ დაშორდნენ და შერიგდნენ, თუმცა როგორც ჩანს იანვარში მათი დაშორება საბოლოო აღმოჩნდა, კაილისთვის მაინც.
დღეს, ჩვენი რედაქცია შემოდგომის ლუქების შთაგონებას გთავაზობთ. ტემპერატურის დაცემასთან ერთად, დროა, გარდამავალი სეზონის ლუქებზე ფიქრიც დავიწყოთ. სეზონის სტილის განუყოფელი ნაწილი კი კაბისა და ჩექმების მარტივი და ელეგანტური კომბინაციაა.
მოდის ისტორიაში არმანის სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის იმ დიზაინერთა შორისაა, რომლებმაც ეპოქის მიმართულება შეცვალეს. ჯორჯო არმანიმ მამაკაცის კოსტუმს ახალი სახე მისცა, ქალთა მოდაში კი თავდაჯერებული და ელეგანტური სტილი დაამკვიდრა. არმანის სახელი სამუდამოდ უკვდავყოფილია როგორც მოდის, ისე კულტურის ისტორიაში.
ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის სარედაქციო კონტენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ვინტური მოდის ყველაზე გავლენიან ჟურნალს არ ტოვებს, თუმცა ამერიკული გამოცემის საქმიანობას ამიერიდან 39 წლის ქლოე მალი გაუძღვება.