შემოდგომის მოახლოებასთან ერთად TheDiary ცნობილი ადამიანების ქუჩის სტილს აკვირდება და ახალი სეზონისთვის შესაფერის იდეებს არჩევს. კაია გერბერმა FX-ის სერიალის „The Shards“ პიარკამპანიის დროს Alaïa-ს 2026 წლის შემოდგომის კოლექციის წითელი კაბა მოირგო. წითელი კი 2026 წლის შემოდგომის ერთ-ერთი მთავარი ფერია. გერბერმა სამოსს შავი ქუსლიანი სანდლები, ამავე ფერის დიდი ზომის სათვალე და ჩანთა შეუხამა.

გერბერის ლუქის მთავარი ელემენტი Alaïa-ის 2026 წლის შემოდგომის კოლექციიდანაა. პიტერ მიულერის დიზაინით შექმნილი კაბა კაიას იდეალურ ფორმებს გამოკვეთს.
The Row-ს ქუსლიანი სანდლები და წითელი კაბა იდეალური კომბოა და კაბას ზედმეტ კლასიკურობას აცლის.
ჩანთისა და ფეხსაცმლის ერთ ფერში შერჩევა წლების განმავლობაში მოძველებულ წესად ითვლებოდა, ახლა კი ისევ ბრუნდება.
 |
Aupen
|
დიდი ზომის შავი სათვალე ამ სეზონის must-have აქსესუარია. კაიას ზუსტი მოდელი ონლაინ სივრცეში ვერ მოვიძიეთ, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ის ვინტაჟური იყოს.
 |
Prada
|