„კაბა“ – მოდის ქართული ბრენდი 15-წლიანი გამოცდილებით

უკვე 15 წელია, რაც ბრენდი „კაბა“ ქართული მოდის ინდუსტრიაში საკუთარ ნიშას ინარჩუნებს და კოლექციებში კლასიკისა და თანამედროვეობის ჰარმონიულ ნაზავს გვთავაზობს. ბრენდი, რომლის უკან 29 წლიანი საწარმოო გამოცდილება დგას, მუდმივად ქმნის სამოსს, რომელიც ერთდროულად არის ფუნქციური, ელეგანტური და ხარისხიანი.

Kaba, კაბა, ბრენდი კაბა, ტანსაცმლის ბრენდი, ქართული ბრენდი, ლიკუნა მეტრეველი

თანამედროვე რეალობაში, სადაც ქალებს საზოგადოება უამრავ ნორმას უწესებს, ხშირად იკარგება მთავარი – ჯანსაღი თვითშეფასება. „კაბა“ კი თითოეული მოდელით ხაზს უსვამს, რომ სწორედ ქალია უმთავრესი და არა მატერიალური დეტალები.

ამიტომაც, ეს ბრენდი ქალის ნამდვილ ღირებულებას – მის შინაგან სამყაროს ემსახურება.

Kaba, კაბა, ბრენდი კაბა, ტანსაცმლის ბრენდი, ქართული ბრენდი, ლიკუნა მეტრეველი Kaba, კაბა, ბრენდი კაბა, ტანსაცმლის ბრენდი, ქართული ბრენდი, ლიკუნა მეტრეველი

დღეს „კაბა“ სამი ფილიალითაა წარმოდგენილი – პეკინის 19-ში, თბილისი მოლსა და ბათუმი მოლში.

თითოეული მოდელი როგორც ყოველდღიური სტილისთვის, ისე განსაკუთრებული დღეებისთვისაა გათვლილია. „კაბას“ კოლექციებში ყოველთვის შეხვდებით გარდერობის შეუცვლელ ნივთებს: თეთრ პერანგს, შავ პიჯაკს, კლასიკურ ქვედაბოლოსა თუ ლოფერებს, რომლებიც ყოველთვის აქტუალური და ტენდენციურია.

Kaba, კაბა, ბრენდი კაბა, ტანსაცმლის ბრენდი, ქართული ბრენდი, ლიკუნა მეტრეველი

ბრენდის მიმდინარე შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში დომინირებს ბუნებრივი ტონალობები – ბორდოსფერი, ყავისფრის ნაზი ელფერები და ლიმონისფერი აქცენტები.

შეხვდებით თავისუფალი სტილის პალტოებსა და ლაბადებს, რომლებიც კომფორტულიცაა და მოდურიც – სწორედ ის, რაც თანამედროვე ქალს ყოველდღიურობაში სჭირდება.

Kaba, კაბა, ბრენდი კაბა, ტანსაცმლის ბრენდი, ქართული ბრენდი, ლიკუნა მეტრეველი Kaba, კაბა, ბრენდი კაბა, ტანსაცმლის ბრენდი, ქართული ბრენდი, ლიკუნა მეტრეველი

2025 წელი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან დასრულდა რებრენდინგის პროცესი. კაბას ახალი სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა მალე გამოჩნდება მზის სინათლეზე. ამასთანავე, ბრენდი აქტიურად მონაწილეობს ისეთ საერთაშორისო გამოფენებზე როგორიცაა Who’s Next, Momad Madrid თუ Tranoy Tokyo.

უკვე მიმდინარეობს ექსპორტი ირლანდიაში, ხოლო უახლოეს მომავალში ევროპის მასშტაბით ახალი ბაზრების ათვისებაც იგეგმება.

„კაბა“ რჩება ერთ-ერთ იმ იშვიათ ქართულ ბრენდად, რომელიც ინარჩუნებს ბალანსს ხარისხსა და ხელმისაწვდომობას შორის. ის აერთიანებს თანამედროვე მოდის ტენდენციებს, გემოვნებას და იმ ელეგანტურობას, რომელიც ყოველდღიურ სტილს განსაკუთრებულად აქცევს.

ზევით