სამკაული შეიძლება იყოს განსაკუთრებული საჩუქარი, პირადი შენაძენი ან ყოველდღიური სტილის მთავარი დეტალი. საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამი და ბეჭდები ხშირად მხოლოდ აქსესუარები არ არის. ისინი ემოციურ მნიშვნელობასაც ატარებს და ინდივიდუალური სტილის ნაწილად იქცევა.
ქართული მემკვიდრეობით შთაგონებული აქსესუარები, პოპ-არტის ესთეტიკა და თანამედროვე დიზაინი: TheDiary სამკაულების ბრენდებს გთავაზობთ, რომლებიც 2026 წლის სურვილების სიაში უნდა შეიტანოთ.
1.FILIGRANN
ქართული ბრენდის Filigrann სამკაულებში მთავარი აქცენტი ფორმაზე, ნიშნებსა და ბუნებრივ მოტივებზეა. თითოეული ნივთი დამოუკიდებელი დეტალია, რომელიც თანამედროვე დიზაინს სიმბოლურ შინაარსთან აკავშირებს.
 |
ანგელოზის კულონი ბრილიანტით
ყიდვა
|
Filigrann-ის სამკაულებში გამოყენებულია განსხვავებული ვიზუალის ნატურალური ქვები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ინდოეთიდან ჩამოაქვთ. კოლექციაში შეხვდებით კვარცს, ნატურალურ ალმასს, ბრილიანტს, მთვარის ქვასა და ლაბრადორიტს.

ბრენდის ესთეტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია პასტელური ტონები. პირველ კოლექციაში წარმოდგენილია ანგელოზების კულონები და სიმბოლური გამოსახულებები, მათ შორის წმ. ნინო, წმ. ნიკოლოზი და ღვთისმშობელი.
2. NINO SEPO
ფორმებით გამოხატული მინიმალიზმი – ნინო სეფიაშვილის ბრენდი NINO SEPO უნიკალურ სამკაულებს ქმნის.

დიზაინერი სამკაულის ხელოვნებით საკუთარ ხედვას ფორმასა და მასალაში გადმოსცემს. NINO SEPO არ მიჰყვება სწრაფად ცვალებად ტრენდებს. ბრენდის თითოეული ნამუშევარი პერსონალურ ამბავს ატარებს და სამკაულს ინდივიდუალური გამოხატვის ნაწილად აქცევს.

3. NISSA
Nissa ქართველი ახალგაზრდა დიზაინერის მიერ შექმნილი ბრენდია, რომლის სამკაულებში მთავარი მასალები ვერცხლი და მინანქარია.

ბრენდის ბეჭდები ფერადი ქვებით, მკვეთრი ტონებითა და პოპ-არტის შთაგონებით იქმნება. Nissa-ს ესთეტიკა ახალგაზრდული, თავისუფალი და საზაფხულოა. ეს არის სამკაული მათთვის, ვისთვისაც აქსესუარი ყოველდღიური სტილის ნაწილია.

4. CHRONOS
მაკა შავგულიძის ბრენდი Chronos საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით შთაგონებულ სამკაულებს ქმნის.

ბრენდის კოლექციების საწყისი წერტილი ის ფორმები და ორნამენტებია, რომლებიც საუკუნეების წინ ქართულ ოქრომჭედლობაში გამოიყენებოდა და დღეს მუზეუმებშია დაცული. Chronos ამ მემკვიდრეობას თანამედროვე სამკაულის ენაზე გადმოსცემს.
 |
ბეჭედი მინანქრით შექმნილია ახ.წ. II-III საუკუნეებით დათარიღებული ბალთის ინსპირაციით, რომელიც აღმოჩენილია არმაზისხევში
ყიდვა
|
თითოეული ნამუშევარი ისტორიულ წყაროს, არქეოლოგიურ მასალასა და ქართულ ორნამენტს ეფუძნება. ბრენდისთვის სამკაული მხოლოდ დეკორატიული ნივთი არ არის. ის ქართული ოქრომჭედლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას თანამედროვე ფორმით აგრძელებს და მატარებელს საკუთარი კულტურის ნაწილთან აკავშირებს.
თუ რომელიმე ბრენდი თქვენი სურვილების სიაში უკვე მოხვდა, სამკაულების შეძენა TheDiary Concept House-ში, მიხეილ ზანდუკელის 16-ში შეგიძლიათ.