BRIDAL COVER STORY: მარიამ დავითაძე ზაფხულის პატარძლის როლში
The Diary-ს Fashion ედიტორიალის მთავარი გმირი ინფლუენსერი და ბიზნესვუმენი, მარიამ დავითაძეა. მარიამი ერთი დღით ზაფხულის პატარძალი გახდა და Galogrea-ს ხუთი განსხვავებული ლუქი მოირგო.
ღვინობისთვეს ღვინის სამშობლოში ჯაზთან სინთეზში აღინიშნება და ეს ტრადიცია უკვე რამდენიმე წელიწადს ითვლის. ჯაზისა და ღვინის დაგემოვნება 15 და 16 ოქტომბერს კახეთში, წინანდლის მამულებში, ფესტივალის, Jazz & Wine Kakheti-ის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.
წელს, ჯაზისა და ღვინის ფესტივალის სტუმარი ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატებია, რაც ერთგვარი სიახლეც გახლავთ ფესტივალისთვის. კახეთს, რამდენიმე ათეული ქართული ღვინის მწარმოებელთან ერთად, ამერიკელი მეღვინე ნათან ზინდერი შეუერთდება, შეფი მეთიუ დოლანი კი სტუმრებს ამერიკული კერძებით გაუმასპინძლდება.
ღვინისა და ჯაზის ფესტივალს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ძალიან ცნობილი მუსიკოსები შემოუერთდებიან. 15 ოქტომბერს, წინანდლის მამულში ელექტრო სვინგის დედოფლად წოდებული ელის ფრანსისი, კაილი ოდოერტის კვინტეტი და გერმანული ლეგენდარული ჯგუფი „დი-ფაზი” ნამდვილ ჯაზურ ცეცხლს დაანთებენ. 16 ოქტომბერს კი უცხოელ მუსიკოსებს ქართველი არტისტი, დავით მაჩაიძე ჩაანაცვლებს. DJ Machaidze-ს შემოქმედება ჯაზის, დისკოსა და ჰაუს მუსიკის გავლენით ხასიათდება, მისი სეტები კი განსაკუთრებული მუსიკალური მრავალფეროვნებით.
საქართველოში ღვინის ტრადიცია პრიმიტიული ხანიდან მოდის და ის ქართველი ხალხის ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილს შეადგენს. სწორედ ვაზი არის ის სიმბოლური ძაფი, რომელიც ჩვენ, ქართველებს მსოფლიოსთან გვაკავშირებს. ჯაზი? ჯაზი კი თავისუფლების სიმბოლოა, ამერიკული ოცნების სიმბოლო და ამ ორის სინთეზი სად თუ არა, კახეთში, კვლავ ღვინობისთვეზე Eastern Promotion-ის ორგანიზებით მოხდება.