ფრენკ გერის გუგენჰაიმის მუზეუმი აბუ-დაბიშიც იხსნება
ფრენკ გერის მიერ შექმნილი Guggenheim Abu Dhabi 2026 წლის დეკემბერში გაიხსნება და არქიტექტორის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუზეუმად იქცევა.

სილამაზის ელექსირი ხომ გაგაცანით წინა სტატიაში, ახლა გაგაცნობთ ჯანმრთელობის ელექსირს სახელად მატჩა. ჩაი მატჩა ფხვნილისებრი მწვანე ჩაია, რომელსაც უკვე 9 საუკუნეა რაც იაპონიაში მიირთმევენ და ბუდისტი ბერები მას სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ.
მატჩა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ჩაის ტიპს განეკუთვნება. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები და მიკროელემენტები, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ტვინის აქტივობას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ანელებს ორგანიზმში დაბერების პროცესს.
ჩაი მატჩა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია ბუნებაში:
1. მატჩა აჩქარებს მეტაბოლიზმს და ეხმარება ორგანიზმს ცხიმების დაწვაში.
2. გამოირჩევა ანტიოქსიდანტების სიმრავლით.
3. ამ მწვანე ელექსის ყოველდღიური მოხმარებით თავიდან აიცილებთ ნაოჭების წარმოქმნას და შეინარჩუნებთ კანის ჯანსაღ ფერს.
4. აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები.
5. მატჩაში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებს პირის ღრუში ბაქტერიების წარმოქმნას.
6. მატჩა А და С ვიტამინებს უგებს სიბერესთან ბრძოლაში.
7. მატჩა არეგულირებს წნევას, ამცირებს ქოლესტერინისა და გლუკოზის დონეს სისხლში.
8. ეს მწვანე ელექსიტი ებრძვის სტრესს და ასტიმულირებს ტვინის მუშაობას.
მატჩა შეგიძლიათ შეიძინოთ ორგანიკას მაღაზიებში.