#მოდა

ჟაკმუსის LE PALMIER: პიკასო და ბავშვური სილაღე

გაზიარება:

მე-17 საუკუნის სასახლის მარმარილოს კიბეებზე სიმონ პორტ ჟაკმუსმა 2026 წლის კოლექცია Le Palmier წარადგინა. ფრანგი დიზაინერის ჩვენება პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულის იდეალურ ფინალად იქცა. კოლექცია ერთგვარი დიალოგი გახლდათ მკაცრ არქიტექტურულ სილუეტებსა და აბსოლუტურ თავისუფლებას შორის, სადაც დიზაინერის პირადი განცდები და შემოქმედებითი ხედვა გაერთიანდა.

Jacquemus, ჟაკმუსი, პარიზის მოდის კვირეული 2026, Le Palmier, პიკასოს მუზეუმი, პარიზი

ამასთანავე, Le Palmier ნოსტალგიური გადაძახილი იყო 2017 წლის ლეგენდარულ კოლექციასთან La Bomba, რომელიც ჟაკმუსმა ასევე პიკასოს მუზეუმში წარადგინა. სწორედ მაშინ აფეთქდა ბრენდი მოდის სამყაროში, რისი მთავარი მიზეზიც ჟაკმუსის საკულტო მინიატიურული ჩანთა Le Chiquito გახდა. 2026 წლის კოლექციაში კი დიზაინერმა ახალი ფავორიტის, Le Valerie-ს რამდენიმე ინტერპრეტაცია წარადგინა.

The Valérie Bag, The Valérie ჩანთა, ჟაკმუსი, the valérie jacquemus

La Bomba-ს კოლექციის რეინტერპრეტაციას წარმოადგენდა ასევე უზარმაზარი ქუდები და გიგანტური შავი კოპლებიც. კოლექციას მთლიანობაში გასდევდა შემოქმედებითი თავისუფლება პოდიუმზე ვიხილეთ ფერადი კოპლები, ფუმფულა აქსესუარები, პასტელური ფერები და ქუდები, რომლებიც დაბადების დღის აქსესუარებს მოგაგონებდათ. შოუზე გამოჩნდნენ მამაკაცები კოპლებიან შორტებში, პიჯაკსა და ბაფთაში გამოწყობილნი.

Jacquemus, ჟაკმუსი, პარიზის მოდის კვირეული 2026, Le Palmier Jacquemus, ჟაკმუსი, პარიზის მოდის კვირეული 2026, Le Palmier

Le Palmier-ს მთავარი ინსპირაცია კი ჟაკმუსის ქალიშვილის ბავშვური, თუმცა ექსტრავაგანტური ვარცხნილობა გახდა. სტუმრებმა მოსაწვევთან ერთად სიმბოლურად ბრენდირებული სავარცხელი და ამ ვარცხნილობის გაკეთების ინსტრუქციაც კი მიიღეს.

Jacquemus, ჟაკმუსი, პარიზის მოდის კვირეული 2026, Le Palmier Jacquemus, ჟაკმუსი, პარიზის მოდის კვირეული 2026, Le Palmier, ალექს კონსანი, Alex Consani

აღსანიშნავია, რომ ჟაკმუსმა ამ სეზონზე მოქანდაკე ალექსანდრე კოლდერის შემოქმედებაც გააცოცხლა. პოდიუმზე ვიხილეთ კაბები, ჩანთები და ქუდები, რომლებიც პატარა, ფერადი კოპლებით იყო დაფარული. ზოგიერთ დიზაინზე კოპლები დრეკადი, მოძრავი ძაფებით იყო დამაგრებული, რაც ილუზიას ქმნიდა, თითქოს სამოსი მოდელის ნაბიჯებთან ერთად ცეკვავდა. ეს დინამიკა კოლდერის ცნობილი „მოძრავი ქანდაკებებით“ იყო შთაგონებული.

შოუზე ვიხილეთ მატილდა გვარლიანიც, რომელმაც ცხენოსნობის ესთეტიკით ინსპირირებულ, დახვეწილ შავ ლუქში წარსდგა. ჩვენების ბოლო ლუქით კი ჰელმუტ ნიუტონის 1973 წლის ცნობილი ფოტო გაცოცხლდა, რომელზეც პალომა პიკასოა აღბეჭდილი.

მატილდა გვარლიანი, Mathilda Gvarliani, Jacquemus, ჟაკმუსი, პარიზის მოდის კვირეული 2026, Le Palmier

ეს ჩვენება სიმონისთვის კარიერული ტრიუმფის სიმბოლური ხაზგასმა იყო. 2017 წელს ის პირველი დიზაინერი გახდა, რომელმაც კოლექცია პიკასოს მუზეუმში წარადგინა მაშინ მას, როგორც პერსპექტიულ დიზაინერს, მსოფლიო მოდის სამყაროში ჯერ კიდევ აკვირდებოდნენ. რვა წლის შემდეგ ჟაკმუსი იმავე სივრცეში უკვე გლობალური, დამოუკიდებელი იმპერიის სტატუსით დაბრუნდა.

Jacquemus, ჟაკმუსი, პარიზის მოდის კვირეული 2026, Le Palmier, პალომა პიკასო Jacquemus, ჟაკმუსი, პარიზის მოდის კვირეული 2026, Le Palmier, Final Look

ბრენდი, რომლის შოურუმები დღეს ნიუ-იორკსა და ლონდონშია წარმოდგენილი, კვლავ გვახსენებს მთავარ ჭეშმარიტებას: მოდა შეიძლება იყოს მაღალი დონის, სერიოზული და ამავდროულად საოცრად ადამიანური, მარტივი და გენიალური.

Jacquemus, ჟაკმუსი, პარიზის მოდის კვირეული 2026, Le Palmier Jacquemus, ჟაკმუსი, პარიზის მოდის კვირეული 2026, Le Palmier

Photos: Courtesy of Jacquemus

ზევით