#კულინარია #ჯანსაღი ცხოვრება

ისპანახი - ვიტამინების გემრიელი საბადო

გაზიარება:

დიახ, ეს ის პროდუქტია, რომელიც ქართულ სამზარეულოში ძირითადად ფხალეულში გვხვდება, მისი რეცხვა ყველაზე დამღლელი პროცესია და 2 კილოგრამიანი შეფუთვიდან, ტაფაზე სულ რაღაც 2 პორცია კერძი გვრჩება, მაგრამ… ისპანახი ერთ-ერთ ყველაზე დაბალკალორიულ ბოსტნეულთან ერთად, ვიტამინების ნამდვილი საბადოა. ამჯერად The Diary ისპანახის მომზადების 3 მარტივ წესს გაგაცნობთ და არა, არც ერთი მათგანი არაა ფხალი!

ისპანახი, ისპანახის ფოთლები, ფხალი, რეცეპტი, ისპანახის სალათა, სმუზი

ისპანახის სმუზი

ისპანახის არომატი იდეალურად ერწყმის ხილის ისეთ სახეობებს, როგორიცაა ბანანი, კენკრა, თუ ციტრუსი. ხილის და მწვანეულის სმუზი კი იდეალური საუზმის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო კომპონენტია.

ისპანახის სმუზი, მწვანე სმუზი, ბანანი, საუზმე, ჯანსაღი კვება, რეცეპტი, დაერი, the diary

მომზადების წესი: მოათავსეთ ბლენდერში ½ ჭიქა გარეცხილი ისპანახის ფოთლები, დაამატეთ ბანანი, ან სხვა სასურველი ხილი (გაყინული კენკრა, ანანასი, ვაშლი ან სხვა) და ნახევარი ჭიქა სოიოს რძე. დააბლენდერეთ 2-3 წუთის მანძილზე. ჩაასხით ნაზავი დიდი ზომის ჭიქაში და მიირთვით.

კვერცხი ისპანახით

ისპანახის კვერცხებში დამატება საუზმის, ან სადილის კვებით მახასიათებლებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, რადგან პროტეინთან და ჯანმრთელ ცხიმებთან ერთად, ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ვიტამინებსა და დიდი დოზით ბეტა კაროტინს იღებს.

ისპანახი, კვერცხი, რეცეპტი, მომზადების წესი, დაერი, the diary, ჯანსაღი კვება

მომზადების წესი: მოამზადეთ კლასიკური ომლეტი 2-3 კვერცხით, ბოლოს კი დაამატეთ ⅔ ჭიქა გარეცხილი ისპანახის ფოთლები და ურიეთ 2-3 წუთის მანძილზე. უფრო მსუყე კერძის მისაღებად, შეგიძლიათ ომლეტს დაუმატოთ სხვა ბოსტნეული, მაგალითად პომიდორი, სოკო, ან ხახვი.

ისპანახის სალათა

ისპანახი სალათებისთვის იდეალური ბაზაა, რადგან ის ნუტრიენტებითაა გაჯერებული და ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული ბოსტნეულია – 100 გრამი სულ რაღაც 17 კილოკალორიას შეიცავს.

ისპანახის სალათა, სალათა ნიგვზით, რეცეპტი, ჯანსაღი კვება, დაერი, the diary

მომზადების წესი: მსხვილად დაჭერით, ან ხელით დაძენძეთ კარგად გარეცხილი ისპანახის ფოთლები (½ კგ), დაუმატეთ მსხვილად დაჭრილი 1 თავი წითელი ხახვი, 1 ცალი დაჭრილი ავოკადო, 2 ცალი საშუალო ზომის კიტრი, მოასხით დრესინგი (ლიმონი, ზეითუნის ზეთი, მარილი), კარგად აურიეთ და მოაყარეთ ნიგოზი, შავი ქიშმიში და სურვილისამებრ 50 გრ. ყველი (ლურჯი ყველი, გუდა, ან სხვა სასურველი სახეობა).

ზევით