#GOGO! #სილამაზე #მოდა

მდგრადი მოდა - ტენდენცია თუ ვალდებულება?

გაზიარება:

| ნინა სიმსივე |

"მოდის ინდუსტრია ბინძურია, მაგრამ შეიძლება ის უკეთესი გახდეს", - თაკო ნაცვლიშვილი.

იცოდით, რომ სურვილი, მუდამ ატარებდეთ ტენდენციურ ტანსაცმელს, საფრთხეს უქმნის იმ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ? ეს იმიტომ, რომ ჩვენ, ძალით თუ უნებლიედ, სწრაფი მოდის ბრენდებს ხშირად მოვიხმართ. სწრაფი მოდა ინდუსტრიაა, რომელიც დაბალ ფასად, ჩქარი ტემპით, თანამედროვე ტენდენციების შესაბამის ტანსაცმელს ქმნის.

სწრადი მოდა, fast fashion, H&M, ZARA

ამ ინდუსტრიის საქმიანობა ყოველწლიურად 92 მილიონ ტონა ნარჩენს ტოვებს. ნარჩენები დიდი ხნის განმავლობაში არ იხრწნება, რადგან საუკუნეები სჭირდება მათ დაშლას. სწრაფი მოდის ბრენდებია H&M, Mango, Zara, SHEIN და სხვა.

სწრადი მოდა, fast fashion
ph: Greenpeace.de

გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს და შეგიძლიათ იყოთ მოდურებიც, ამავდროულად კი, მოუფრთხილდეთ სამყაროს. სწრაფი მოდის ალტერნატივაა მდგრადი მოდა, რომელიც ემხრობა ეკომეგობრულ პრაქტიკებს, ხარისხიან პროდუქციას და ეთიკურ წარმოებას.

თანდათან მდგრადი მოდა უფრო მეტად ტენდენციური ხდება, და მისი მოთხოვნაც ბაზარზე იზრდება. ამ მიმართულებით, მსოფლიო ტენდენციებს საქართველოც არ ჩამორჩება. ეკომეგობრული ბრენდის შექმნაზე, მის სირთულეებსა და დადებით მხარეებზე ბრენდ „Sheidish“-ის დამფუძნებელი, თაკო ნაცვლიშვილი მოგვიყვება.

Tako Natsvlishvili, Sheidish, ეკომეგობრული ბრენდი, თაკო ნაცვლიშვილი,
SHEIDISH

თაკო, რა იყო ინსპირაცია, რომ შეგექმნათ საკუთარი ბრენდი?

თაკო: როგორც მოდელს, ხშირად მიწევს მუშაობა ქალის თეთრეულის სხვადასხვა ბრენდთან, და სწორედ ამ გამოცდილებამ გამიჩინა სურვილი, მქონოდა ჩემი უნიკალური ბრენდი. ბრენდის შექმნა იყო ჩემი შესაძლებლობა, გამეერთიანებინა ესთეტიკა, მდგრადობა და კომფორტი - ყველაფერი ის, რაც თანამედროვე ქალისთვის ასე მნიშვნელოვანია. ეს იყო გზავნილი, რომ შეგვიძლია ვიყოთ არა მხოლოდ ლამაზები და უნიკალურები, არამედ პასუხისმგებლობიანი სამყაროს წინაშე.

Tako Natsvlishvili, Sheidish, ეკომეგობრული ბრენდი, თაკო ნაცვლიშვილი,
SHEIDISH
ph: Shota Gotoshia

რა არის ბრენდის ფილოსოფია და რით არის ის გამორჩეული?

თაკო: ბრენდის ფილოსოფია ეფუძნება მდგრადობას, ეთიკურ წარმოებას და გარემოს დაცვას. ჩვენ ვიყენებთ გადამუშავებულ და გადარჩენილ ქსოვილებს LVMH-ის (Christian Dior, Givenchy, Fendi, Celine...) მოდის სახლებიდან, რაც ნიშნავს, რომ არ ვხარჯავთ ახალ რესურსებს და ვამცირებთ ნარჩენებს. ჩვენი პროდუქცია ხელნაკეთი და უნიკალურია, რაც მას განსაკუთრებულს ხდის.

Tako Natsvlishvili, Sheidish, ეკომეგობრული ბრენდი, თაკო ნაცვლიშვილი,
SHEIDISH
ph: Irakli Gabelaia

რა გამოწვევებს წააწყდით ბრენდის ჩამოყალიბების პროცესში?

თაკო: გამოწვევებს შორის იყო ბაზრის განათლება ეკომეგობრული პროდუქციის მნიშვნელობაზე, ხარისხიანი და გადარჩენილი ქსოვილების მოძიება, ასევე იმ გუნდის ჩამოყალიბება, რომლის წევრებიც ერთსა და იმავე ღირებულებებს ვიზიარებდით.

Tako Natsvlishvili, Sheidish, ეკომეგობრული ბრენდი, თაკო ნაცვლიშვილი, მატილდა გვარლიანი, mathilda gvarliani
Mathilda Gvarliani for Ssheidish

მოგვიყევით თქვენი და ფაბერის კოლაბორაციაზე და მის მნიშვნელობაზე

თაკო: Phubber-ში ჩემი, როგორც მდგრადი მოდის განვითარების ამბასადორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პოზიციამ მომცა შესაძლებლობა, აქტიურად შემეწყო ხელი ეკომეგობრული იდეების პოპულარიზაციისთვის და მეტი ადამიანის ცნობიერება ამემაღლებინა მდგრადი მოდის მნიშვნელობაზე.

Tako Natsvlishvili, Sheidish, ეკომეგობრული ბრენდი, თაკო ნაცვლიშვილი, მატილდა გვარლიანი, mathilda gvarliani
Mathilda Gvarliani for Ssheidish

ეს არ იყო მხოლოდ ბრენდის ან პროდუქტის პოპულარიზაცია – ეს იყო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს შეცვალოს დამოკიდებულება მოდის ინდუსტრიის მიმართ და, ამასთანავე, წარმოაჩინოს, რომ მოდა და მდგრადობა სრულ თანხვედრაში შეიძლება იყოს.

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ეკომეგობრული არჩევანის გაკეთება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მდგრადი მოდის განვითარებას?

თაკო: მდგრადი მოდა მომხმარებლებს ასწავლის, რომ ხარისხი და ხანგრძლივობა რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია. ის წაახალისებს ნელი მოდის (slow fashion) კულტურას, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მაღალხარისხიან და ხანგრძლივად გამოყენებად პროდუქციას. ეს მიდგომა, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ნარჩენების რაოდენობას და გარემოს დაბინძურებას.

Tako Natsvlishvili, Sheidish, Tata Chanukvadze, ეკომეგობრული ბრენდი, თაკო ნაცვლიშვილი, ana natsvlishvili, ანა ნაცვლიშვილი,
Ana Natsvlishvili and Tata Chanukvadze for Ssheidish

სწრაფი მოდა ერთობლივად დიდ ზიანს აყენებს როგორც გარემოს, ასევე საზოგადოებას.

როგორია თქვენი დამოკიდებულება სწრაფ მოდაზე?

თაკო: უნდა ვაღიარო, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა სწრაფი მოდის პროდუქტები მეც შემიძენია. თუმცა ძალიან იშვიათად. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ნივთები პრაქტიკული და გამძლე იყოს, რათა თავიდან ავიცილო ნივთების სწრაფად გადაგდება.

Tako Natsvlishvili, Sheidish, ეკომეგობრული ბრენდი, თაკო ნაცვლიშვილი,
Elene Zasokhashvili Sheidish
ph: Shota Gotoshia

ვფიქრობ, ჩვენს თითოეულ არჩევანს აქვს გავლენა. თუ ყველა მომხმარებელი დაიწყებს უფრო შეგნებული არჩევანის გაკეთებას, ნელ-ნელა შევძლებთ ინდუსტრიის შეცვლას უკეთესობისკენ.

რა მოგწონთ ყველაზე მეტად ბრენდზე მუშაობის პროცესში?

თაკო: ყველაზე მეტად მახარებს იმის ცოდნა, რომ ვქმნი პროდუქციას, რომელიც მომხმარებლებსაც მოსწონთ და ამავე დროს გარემოსთვისაც არ არის საზიანო. ასევე ძალიან მომწონს დიზაინის პროცესში ექსპერიმენტულად ჩართვა და მომხმარებლებისგან დადებითი გამოხმაურებების მოსმენა.

Tako Natsvlishvili, Sheidish, ეკომეგობრული ბრენდი, თაკო ნაცვლიშვილი,
Irinka Chkhenkeli for Sheidish
ph: David Eristavi

როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები?

თაკო: ამ ეტაპზე ბრენდის წარმოება დროებით შეჩერებულია, რადგან ვმუშაობთ ახალ კოლექციაზე. ეს კოლექცია გააერთიანებს მაღალი მოდის ესთეტიკას და ჩვენს ძირითად ღირებულებებს – მდგრადობასა და ეთიკურობას. ამასთან ერთად, ვგეგმავთ სხვადასხვა საინტერესო პროექტებს, რომლებიც ბრენდის განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს და მომხმარებელს კიდევ უფრო ინოვაციურ გამოცდილებას შესთავაზებს.

გახსოვდეთ, რომ პატარა ცვლილებაც კი მნიშვნელოვანია!

Tako Natsvlishvili, Sheidish, ეკომეგობრული ბრენდი, თაკო ნაცვლიშვილი, ლიზა შენგელია, liza shengelia
Liza Shengelia for Sheidish
ph: Shota Gotoshia

რა რჩევებს მისცემდით მომავალ ეკომეგობრულ ბრენდების?

თაკო: ყოველთვის იფიქრეთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. აირჩიეთ ეთიკური წარმოების მეთოდები და შეეცადეთ გამოიყენოთ გადამუშავებული ან ბუნებრივი მასალები. გაანათლეთ მომხმარებლები თქვენი ბრენდის ღირებულებებსა და გარემოსდაცვით საკითხებზე. იყავით მუდმივად ინოვაციური და გახსოვდეთ, რომ პატარა ცვლილებაც კი მნიშვნელოვანია!

ზევით