#კულტურა #პოლიტიკა

ამერიკის პრეზიდენტების ინაუგურაციის გამორჩეული ლუქები

გაზიარება:

ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია ისტორიული მოვლენაა და მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ მოვლენების მიმართ არის მიპყრობილი. პირველი ლედის ლუქები არამხოლოდ პირადი სტილის გამოხატულებაა, არამედ ეპოქის ტრენდების ამსახველიც. ელეონორა რუზველტის ელეგანტური მინიმალიზმი, ჟაკლინ კენედის განსაკუთრებული სტილი და მიშელ ობამას გამბედავი მოდური ექსპერიმენტები – ინაუგურაციების მოდა ისტორიის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც თავად ცერემონიები. გთავაზობთ ინაუგურაციების ყველაზე გამორჩეულ ლუქებს.

ელეონორა რუზველტი

ელეონორა რუზველტი

ელეონორა რუზველტი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის სტატუსს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით იკავებდა. ელეონორა რუზველტის ჩაცმულობებიდან ყველაზე გამორჩეული 1933 წლის ფრანკლინ რუზველტის პირველი ინაუგურაციის კაბა იყო. პირველი ლედის დიზაინერ სალი მილგრიმის ნამუშევარი – კრისტალებითა და თვლებით გაწყობილი აბრეშუმის ცისფერი კაბა ამშვენებდა. 

ჟაკლინ კენედი 

ჟაკლინ კენედი

ჟაკლინ კენედიმ თეთრ სახლში არც ისე დიდი დრო დაჰყო, თუმცა თავისი ახალგაზრდული, თანამედროვე და განსაკუთრებული ჩაცმულობით მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი. ჯონ ფიცჯერალდ კენედის 1961 წლის ინაუგურაციაზე პირველი ლედი დიზაინერ ოლეგ კასინის სამოსში იყო გამოწყობილი. კაბა გამორჩეული იყო დიდი ღილებითა და მასთან შესაფერისი ქუდით.

ჟაკლინ კენედი

ინაუგურაციის ცერემონიის კაბისთვის კი პირველმა ლედიმ თავად შექმნა დიზაინი. ჯეკი კენედის ჩანახატი Ethan Frankau-მ გააცოცხლა, და საბოლოოდ მივიღეთ თეთრი აბრეშუმის კაბა, რომელსაც არ ჰქონდა სახელოები, ხოლო პირველი ლედის ყელს ვერცხლისფერი ძაფებით შეკერილი შიფონის ნაჭერი ფარავდა.

პეტ ნიქსონი

პეტ ნიქსონი

1969 წელს რიჩარდ ნიქსონი ამერიკის პრეზიდენტად აირჩიეს. ინაუგურაციაზე გამართულ გალა-ცერემონიაზე პირველი ლედი ყვითელი ფერის აბრეშუმის კაბით გამოცხადდა. პეტ ნიქსონმა დიზაინერ ქერენ სტარკის კაბას ელეგანტური, ატლასის, ოქროსფერი და ვერცხლისფერი დეტალებით შექმნილი მოკლე მოსაცმელი შეუხამა.

ნენსი რეიგანი

ნენსი რეიგანი

ამერიკელ მსახიობსა და პირველ ლედის, ნენსი რეიგანს, კარგად ესმოდა, რას ნიშნავდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ყოველთვის შესაბამისად გამოიყურებოდა. 1981 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციაზე, ნენსი რეიგანს ამერიკელი დიზაინერის, ჯეიმს გალანოს კაბა ეცვა. კაბას ცალი მხარი მოშიშვლებული ჰქონდა და იგი მძივებითა და მაქმანებით იყო გაფორმებული.

ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი

ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონი არკანზასის შტატიდან იყო. 1993 წელს, პირველ ინაუგურაციაზე, ჰილარი კლინტონმა არჩევანი სწორედ იმ დიზაინერებზე შეაჩერა, რომლებიც ქმრის მშობლიური შტატიდან იყვნენ. ინაუგურაციის მსვლელობაზე ჰილარის დიზაინერ Connie Fails-ის მიერ შექმნილი წითელი კუბოკრული პიჯაკი და ქვედაბოლო ეცვა.

ჰილარი კლინტონი
1993 წლის ცერემონიაზე ჰილარი Sarah Phillips-ის კაბით გამოჩნდა. 

1997 წლის ინაუგურაციაზე კი პირველმა ლედიმ არჩევანი ოსკარ დე ლა რენტას სამოსზე შეაჩერა.

ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი

მიშელ ობამა 

მიშელ ობამა, ობამას ინაუგურაცია, ბარაკ ობამა

მიშელ ობამამ 2009 წელს თეთრ სახლში იზაბელ ტოლედოს შალის მაქმანებიანი კაბასა და მწვანე ზეთისხილისფერ ხელთათმანებში გამოწყობილმა შეაბიჯა. ცერემონიაზე კი ყვავილების დეტალებითა და სვაროვსკის თვლებით მორთული თეთრი კაბა ეცვა. ასევე, აღსანიშნავია მიშელ ობამას 2013 წლის ინაუგურაციის წითელი ფერის კაბა. ორივე კაბის დიზაინი Jason Wu-ს ეკუთვნის.

მიშელ ობამა, ობამას ინაუგურაცია, Jason Wu

მელანია ტრამპი

მელანია ტრამპი, ტრამპის ინაუგურაცია 2017, რალფ ლორენი

მოგეხსენებათ, ტრამპი პირველად 2017 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. ინაუგურაციაზე პირველი ლედი მელანია ტრამპი რალფ ლორენის კაშმირის ცისფერი ორიეულით გამოჩნდა. ინაუგურაციის გალაზე კი ვანილისფერი აბრეშუმის კაბა ეცვა, რომლის დიზაინიც Herve Pierre-ს ეკუთვნის.

მელანია ტრამპი, ტრამპის ინაუგურაცია 2017, Herve Pierre Dress

ზევით