დამოკიდებულებები იცვლება და იცვლება ბრენდების ხედვებიც. საკულტო თოჯინა Barbie, რომელიც 90-იანების გოგოებს გრძელფეხება, ცისფერთვალება, მოკლედ იდეალური გარეგნობის გოგონად გვევლინებოდა, 21-ე საუკუნეში იმიჯს იცვლის და ხან სტანდარტული გარეგნობის next door გოგოდ გვევლინება, ხან კი სათამაშოების მაღაზიებიდან ქალი ავსტრონავტის სახით გვიმზერს.
ამ ჯერზე Barbie-მ მე-20 საუკუნის ქალი ლიდერის სახე მოირგო. ამერიკის ყოფილი პირველი ლედი ელეონორა რუზველტი ბარბის თოჯინების სერია Inspiring Women-ის ფარგლებში შეიქმნა. ელეონორა ერთადერთი პირველი ლედია, რომელიც ბარბის თოჯინად აქციეს.
მოხარული ვართ წარმოგიდინოთ ელეონორა რუზველტის ბარბი. აღსანიშნავია ყოფილი პირველი ლედის წვლილი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში
„მომავალი ეკუთვნით მათ, ვისაც საკუთარი ოცნებების სილამაზის სჯერათ” - ელეონორა რუზველტი
ელეონორა რუზველტი მე-20 საუკუნის ყველაზე პატივსაცემი ადამიანების ათეულშია შესული. ის იყო ჟურნალისტი, პუბლიცისტი, აშშ-ს ჟურნალისტთა გილდიის წევრი და პირადად მიიღო მონაწილეობა გაეროს შექმნაში. 1941 წელს ელეონორა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილედაც კი დაინიშნა. ელეონორა რუზველტი სიცოცხლის ბოლო წუთამდე აქტიურად იყო ჩართული ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.
პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა მას მსოფლიოს პირველი ლედი დამსახურებულად უწოდა. ელეონორას უდიდესი დამსახურება აქვს ადამიანის უფლებების დაცვაში არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ჯონ კენედის პრეზიდენტობის დროს თავმჯდომარეობდა ქალთა სტატუსის საკითხებში საპრეზიდენტო კომიტეტს
ელეონორა რუზველტი მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი ქალი იყო. ის პირველი იდგა მშვიდობის, რასობრივი სამართლიანობისა და სამოქალაქო უფლებების დასაცავად. მგრძნობიარე და საზრიანი პოლიტიკური მრჩეველი, ქალთა უფლებებისა და მათთვის თანასწორი ეკონომიკური შესაძლებლობების დაუღალავი დამცველი - აი ვინ იყო ელეონორა რუზველტი და თუ კი მან 21-ე საუკუნეშიც უნდა შთააგონოს გოგოები, მაშინ ბარბის სახით მისი ისტორიის მოყოლა, ალბათ სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო ბრენდის მხრიდან.
რაც შეეხება თავად Barbie-ს, მანაც გრძელი გზა გამოიარა. პირველ ბარბის გრძელი და ქერა თმა ჰქონდა, ემოსა საცურაო კოსტიუმი და დიდი ცისფერი თვალებით გვიმზერდა მაღაზიების ვიტრინებიდან. თუმცა მას შემდეგ ბარბიმ სახე იცვალა, ის ხან ავსტრონავტი იყო, ხან კი სამოქალაქო აქტივისტი, ახლა კი ბარბი - პირველი ლედიც კი ვიხილეთ.
ქართული სამკაულების ბრენდი აზერბაიჯანის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი. ბრენდის დამფუძნებელი და დიზაინერი, ნინო სეფიაშვილი, ჩვენთან ინტერვიუში ბაქოს მოდის კვირეულზე, ახალ კოლექციასა და შემოქმედებით გეგმებზე საუბრობს.
10 მაისს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში კოსტიუმების ინსტიტუტის ახალი გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია სახელად Superfine: Tailoring Black Style შავკანიანი მამაკაცების სტილის ისტორიას - განსაკუთრებით დენდის კულტურას - მიეძღვნა.
შავკანიანთა დენდიზმი წლევანდელი მეთ გალას ცენტრალური თემა იყო. Balck Dandy კი წარმოუდგენელია ისეთი აქსესუარების გარეშე, როგორიცაა ქუდი, საათი, სიგარა, ბეჭედი თუ ხელჯოხი. ამ აქსესუარების მრავალი ვარიაცია ვიხილეთ მეთ გალას ხალიჩაზე. მოდით, თვალი გადავავლოთ, გამორჩეულ დეტალებს წლევანდელი Met Gala-ს ლუქებიდან.