#სილამაზე

აღმოაჩინეთ ქართული სამკაულების ბრენდი HER STORE

გაზიარება:

მოდის სამყაროში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი თვითგამოხატვას უჭირავს, HER STORE-მა მოახერხა და იმ ქალების ერთ-ერთი საყვარელი ბრენდი გახდა, რომლებსაც დახვეწილი, ხელმისაწვდომი და უნიკალური სამკაულები იზიდავთ.

salome toshkua, HER STORE, სალომე ტოშკუა

ბრენდმა არსებობა 2019 წელს, ონლაინ მაღაზიის ფორმატში დაიწყო, რის შემდეგაც სწრაფად მოიპოვა ათასობით ქართველი ქალის ნდობა და სულ რამდენიმე თვეში, თბილისში პირველი მაღაზიაც გახსნა. დღეს საქართველოს მასშტაბით სამკაულების ამ ბრენდის ექვსი ფილიალი გვაქვს. 2021 წელს კი, HER საქართველოს საზღვრებს გასცდა. პირველი საერთაშორისო მაღაზია სამხრეთ ამერიკაში გაიხსნა და ბრენდის უნიკალურ დიზაინებთან წვდომა უკვე მსოფლიოს სულ სხვა კუთხეში მცხოვრებ ქალებსაც აქვთ.

HER STORE

ტიტანის მოოქროვილი ყელსაბამი წითელი გულით

ყიდვა

HER STORE-ის სამკაულებიდან ყოველი ნივთი თავის მნიშვნელობას ატარებს. კოლექციებში ნახავთ ვერცხლით, ტიტანის მოოქროვილ და მოვერცხლილ სამკაულებს, რომლებიც სხვადასხვა გემოვნებისა და სტილის ადამიანისთვისაა შექმნილი. ელეგანტური და მინიმალისტური დიზაინიდან დაწყებული, გამორჩეული და თვალშისაცემი ნივთებით დამთავრებული – HER-ში ყველაფრის პოვნა შეგიძლიათ. და რაც მთავარი, ბრენდი სამკაულებს ხელმისაწვდომ ფასად გვთავაზობს.

ტიტანის მოოქროვილი ბეჭედი

ყიდვა

ის რაც HER STORE-ს განსაკუთრებულს ხდის, არის ყოველ ნივთში ჩადებული ამბავი. თითოეული სამკაული - იქნება ეს ყელსაბამი, საყურე თუ ბეჭდების კომპლექტი - ისტორიას მოგვითხრობს. თუმცა, ამ ისტორიის შემოქმედები ჩვენც ვართ, რადგან ის, თუ რა სამკაულებს შევარჩევთ და როგორ შევუხამებთ მათ ერთმანეთს, ჩვენს პიროვნებაზე მრავლის მთქმელია.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TheDiary (@thediary.ge)

HER-ის დიზაინები თანამედროვე ტენდენციებისა და ელეგანტურობის ნაზავია, ამიტომ ბრენდის სამკაული იდეალურია როგორც ყოველდღიური, ასევე სადღესასწაულო ლუქებისთვის. ბრენდის კოლექციები ხშირად ნახლდება, ამიტომ ყოველთვის შეგიძლიათ, იქ რაღაც ახალი აღმოაჩინოთ.

HER STORE-ში კარგად იციან, რა სურთ ქალებს – ლამაზი, მაღალი ხარისხის სამკაული, მისაღებ ფასად. სწორედ ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებამ განაპირობა HER-ის წარმატება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

Salome Toshkua, HER STORE, სალომე ტოშკუა

სამკაულების კოლექციები შეგიძლიათ ონლაინ ან ნებისმიერ ფილიალში დაათვალიეროთ და აღმოაჩინოთ ის ნივთი, რომელიც თქვენი სამკაულების კოლექციას შეავსებს.

ზევით