HER STORE-ის ახალ კოლექციას ხმელთაშუა ზღვის ნიავი მოაქვს

HER Store-ის ახალი კოლექცია ხმელთაშუა ზღვის გულით – საბერძნეთისა და იტალიის უძველესი კულტურებითაა შთაგონებული. ეს ორი ქვეყანა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სიყვარულის, ხელოვნებისა და მითოლოგიის სიმბოლოებად იქცა, ახლა ქართული ბრენდის სამკაულებში ერთიანდება, სადაც ყოველი დეტალი განსაკუთრებულ ისტორიას მოგვითხრობს.

სამკაული, ანასტასია ჯაირათი, შერატონი Her Store, ანასტასია ჯეირათი, Anastasia Jeirath

სამკაულები, აქსესუარები, jewelry, online shopping

კოლექციაში ბერძნული მისტიკის გავლენა იგრძნობა, რაც ვარსკვლავურ მოტივებში, ზღვის ნიჟარებსა და „ბოროტი თვალის“ სიმბოლოში გამოიხატება. ეს უძველესი თილისმა იღბალს იზიდავს და უარყოფითი ენერგიისგან იცავს მას, რომელიც ამ სიმბოლოს ატარებს – სამკაულის თითოეულ ნაკეთობას კი განსაკუთრებულ ძალას მატებს.

samkaulebi, beWedi, sayure, sayureebi, anastasia jairaTi

საბერძნეთის ესთეტიკას იტალიის სიცოცხლისუნარიანი სული ემატება, რაც თამამ ფერებში, ქორალის სითბოსა და ენერგიულ ფორმებში ცოცხლდება. იტალიური კოლექციის სამკაულის მორგებისას პირდაპირ ზღვისპირა ქალაქების მომაჯადოებელ ხიბლში გახვეულ, ხმაურიანი იტალიის ქუჩებში ამოვყოფთ თავს.

jewelry, accessories, earings, rings, asnastasia jairath

ახალი კოლექციის სამკაულები ოქროსფერ მეტალს, მარგალიტებს, ფერად ქვებსა და ზღვის ესთეტიკას აერთიანებს, რაც თითოეულ ნაკეთობას ზაფხულის სინათლითა და მოგზაურობას რომ თან ახლავს, იმ შეუცვლელი შეგრძნებით ავსებს.

ეს სამკაულები არ არის მხოლოდ აქსესუარი, ის არის მოგონება მზეზე, ზღვის სურნელსა და სიყვარულით სავსე მომენტებზე. HER Store-ის ხმელთაშუა ზღვის კოლექცია იდეალური არჩევანია ყველა ქალისთვის, რომელიც თავის სტილში თავისუფლებას, Dolche Vita-სა და უნიკალურობას ეძებს.

მოდელი: ანასტასია ჯეირათი

ფოტო: Ika Pirveli 

მაკიაჟი: Kani Aesthetic

სამოსი: Clothesioofficial, Kidskimonos

ლოკაცია: P’auza

ზევით