Hennessy-ის მოგზაურობა TOA 2026-ზე

4 და 5 ივლისს, თბილისმა რეგიონის უმსხვილეს მუსიკალურ ფესტივალს - Tbilisi Open Air-ს კიდევ ერთხელ უმასპინძლა. ზაფხულის ეს ორი დღე განსაკუთრებული არა მხოლოდ მუსიკალური მრავალფეროვნებით, არამედ იმ უნიკალური კოლაბორაციებით გახდა, რომელმაც ფესტივალის კულტურული კონცეფცია სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა.

Hennessy, tbilisi ppen air. TOA 2026, მუსიკალური ფესტივალი, ჰენესი, ჰენესის ბარი, საჩუქრები

Lisi Wonderland-ის თავდაგასავალს ლეგენდარული ფრანგული კონიაკის სახლი - Hennessy წელს პირველად შეუერთდა. ფესტივალი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მუსიკალური ღონისძიების ჩარჩოებს - ის თავისუფლების, კრეატიულობისა და თანამედროვე ურბანული კულტურის მთავარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომ, Hennessy-ის ფესტივალზე გამოჩენა აბსოლუტურად ბუნებრივი და ორგანული ნაბიჯი იყო.

ჰენესი, hennessy, tbilisi open air, toa2026, ჰენესის ბარი, lisi wonderland, the diary, thediary

Hennessy უბრალოდ პრემიუმ სასმელი არაა. ის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული კულტურული იდენტობის მატარებელი ბრენდია, რომელიც მუდმივად უჭერს მხარს პიონერულ იდეებსა და ხელოვნებას. Hennessy Very Special 1865 წელს შეიქმნა და მას შემდეგ, ინდუსტრიაც მის მიერ დაწესებული სტანდარტებით ხელმძღვანელობს.

ჰენესი, ჰენესის ბარი, თბილისი ოუფენ ეარი, tbilisi open air, hennessy, bar, 2026, გიორგი თორაძე, თორჩო

წლების განმავლობაში, Hennessy Very Special (რომელსაც ერთგული ფანები და პოპ-კულტურა სიყვარულით „Henny“-ის სახელით მოიხსენიებს) ნამდვილ კულტურულ ფენომენად იქცა. ბრენდმა, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, მყარად დაიმკვიდრა ადგილი ჰიპ-ჰოპ საზოგადოებაში. სხვათაშორის, Hennessy 6000-ზე მეტი ჰიპ-ჰოპ სიმღერის ტექსტში არის მოხსენიებული. მას ისეთი ლეგენდარული არტისტები უმღერიან, როგორებიც არიან Nas, Snoop Dogg და Drake, რომელიც თავის ცნობილ სტრიქონში პირდაპირ ამბობს:

Got a Hennessy in my hands

მუსიკალური სამყაროს მიღმა, სასმელი სპორტის კერპებისთვისაც შთაგონების წყაროა. მაგალითად, კალათბურთის ლეგენდის, ლებრონ ჯეიმსის საყვარელი კოქტეილი, სახელწოდებით Henny-Rita, სწორედ Hennessy Very Special-ით მზადდება.

hennessy very special, ჰენესი თბილისი ოუფენ ეარზე, toa2026, tbilisi open air

2010-იანი წლებიდან ბრენდი თანამედროვე ქუჩის ხელოვნების კულტურის უმსხვილეს მამოძრავებელ ძალად მოგვევლინა. Hennessy Very Special-ს სხვადასხვა დროს კოლაბორაცია მსოფლიოს წამყვან თანამედროვე ხელოვანებთან ჰქონია, რომელთა შორის არიან Kaws, Shepard Fairey, Futura და Felipe Pantone.

hennessy, ჰენესი, თბილისი ოუფენ ეარი, ეენესის ბარი, hennessy bar

Tbilisi Open Air-ზე Hennessy-მ სტუმრებისთვის ბრენდირებული ბარი წარადგინა, სადაც Hennessy Very Special-ზე დამზადებული საზაფხულო, საავტორო და გამაგრილებელი კოქტეილების გარდა, მსურველებს გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობდა. ფესტივალის სტუმრებს ბრენდული საჩუქრების მიღების და მათი ადგილზევე პერსონალიზირების საშუალებაც ჰქონდათ.

hennessy gifts, ჰენესის საჩუქრები, tbilisi open air, ჰენესის ბარი, ჩანთა, ქუდი

TheDiary ყოველთვის აკვირდება მათ, ვინც ქალაქის კულტურულ, მოდურ და შემოქმედებით ტენდენციებს ქმნის. 2 დღის განმავლობაში Hennessy-ის სივრცეში არაერთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახე შეიკრიბა, როლებსაც კარგად ესმით თანამედროვე ესთეტიკა და ვისი სტილიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.

ჰენესი, მარიამ დავითაძე, hennessy, acidwv, tbilisi open air, toa2026

სალომე ტოშკუა, მარიამ დავითაძე, ლეკა მიქაძე, ჰენესი, hennessy, tbilisi open air, toa2026

გამორჩეული სტუმრები, მუსიკალური თავგადასავალი და რა თქმა უნდა, ხელში Hennessy-ს საფირმო ჭიქა - ეს იყო სასიამოვნო სინთეზი, რომელმაც ფესტივალის ორივე დღე თბილისის ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და სასიამოვნო მომენტად აქცია. თამამი, პიონერული და მთელ მსოფლიოში საყვარელი - Hennessy Very Special ადამიანებსა და მათ დიდ ვნებებს აერთიანებს. Tbilisi Open Air-ზე ეს კავშირი კიდევ უფრო ხელშესახები, ვიზუალური და ცოცხალი გახდა.

ფოტოები: კირილ შევჩენკო

ზევით