ენტონი ვაკარელოს ამბოხი Saint Laurent-ის Pre-Fall 2025 კოლექციაში
ენტონი ვაკარელო Saint Laurent-ის მემკვიდრეობას აგრძელებს, თუმცა თანამედროვე შტრიხებით. მატილდა გვარლიანი კამპანიის მთავარი გმირია – ბუნებრივად ირგებს ამ თავშეკავებულ ამბოხს.
ზაფხულის დადგომასთან ერთად, ჰარი სტაილზი გვახსენებს, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ევროპის ქუჩებში მოკლე შორტით უდარდელად სეირნობა. ჰარი, როცა „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ-ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.
ამ კვირაში ის ჩრდილოეთ ლონდონის ქუჩებში მიმავალი დააფიქსირეს. ეს არაა პირველი შემთხვევა. ჰარის პაპარაცებმა რომშიც მიაგნეს. ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, თუ როგორ დარბის პოპ-ვარსკვლავი რომის ქუჩებში სპორტულ შორტებსა და კედებში გამოწყობილი. პაპარაცებს არ გამოჰპარვიათ არტისტის ბერლინში მოგზაურობაც. ინტერნეტში გავრცელებული ფოტოები ჰარის ჯანსაღ ცხოვრებაზე მეტყველებს და უკვე ტრადიციად ქცეული, ევროპული ზაფხულის სტილის ნაწილია.
ლონდონში ყოფნისას, ჰარიმ წითელ სპორტულ შორტს იასამნისფერი ქუდი, მხარზე გადასაკიდი დევიდ ჰოკნის ჩანთა და Prada-ს ყვითელი კედები შეუხამა. მისი სტილი, როგორც ყოველთვის, ექსპერიმენტული, თუმცა იდეალურია.
![]() |
|
ზაფხული 2025 ჯერ მხოლოდ ახლა იწყება და ერთი რამ უკვე ცხადია – თუ რომელიმე ევროპულ ქალაქში მოკლე შორტებსა და ნათელ ფერებში გამოწყობილი, ნაცნობ ღიმილიანი ადამიანი მოგხვდათ თვალში, თქვენს ადგილას კარგად დავაკვირდებოდით მას, იქნებ ჰარი სტაილზია.