ბუნებისა და მოგზაურობის მოყვარულთათვის სიახლე გვაქვს. ორი, უდიდესი ისტორიის მქონე ბრენდი Gucci და The North Face გაერთიანდა და კემპინგის მოყვარულებისთვის სპეციალური კოლექცია შექმნა. კოლაბორაცია არა მხოლოდ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს მოიცავს, არამედ ბუნებაში მოგზაურობისთვის ისეთ აუცილებელ აქსესუარებს, როგორიცაა საძილე ტომარა და ტენტი.
Gucci-ს კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე გარემოს განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. მაისში ბრენდმა ასევე Off The Grid კაფსულა შექმნა, რომელიც შედგება გადამუშავებული, ორგანული, ბიო და მდგრადი ქსოვილებისგან. კოლექციის სარეკლამო კამპანიაში დევიდ როტშილდია ჩართული, რომელიც ცნობილია ბუნებაზე განსაკუთრებული ზრუნვით.
იტალიური მოდის სახლი Gucci, რომელიც ექსტრავაგანტული და პომპეზური მოდის ჩვენებებით გამოირჩევა, პანდემიის გამო სოციალურ პასუხიმსგებლობას იღებს და დღის წესრიგიდან სამუდამოდ ხსნის მოდურ ჩვენებებს. გამონაკლისია მილანის მოდის კვირეული, სადაც ბრენდი გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს, წელიწადში ორჯერ წარადგენს, მაგრამ ცალკე მამაკაცის ტანსაცმლის, კრუიზ კოლექციისა და pre-fall ჩვენებები აღარ დაიგეგმება და არც ბრენდის სხავდასხვა პომპეზური შოუები გაიმართება.
სწორედ მაშინ, როცა ზღვის, აუზის ან ქალაქის ცხელი დღეებისთვის შესაფერის სამკაულებს ვეძებთ, ქართული ბრენდი HER Store-მა იტალიური და ბერძნული მოტივებით შთაგონებულ ნაკეთობებს გვთავაზობს, რომლებიც დასვენებისა და უდარდელი ცხოვრების სულს გადმოსცემს.
აღმოაჩინეთ Art House – სილამაზის სალონი, რომელიც უკვე 10 წელია თბილისში მაღალი ხარისხის მომსახურებას გვთავაზობს. თმის მოვლა, ვიზაჟი, მანიკიური, პედიკიური, ვიზაჟი და სამომავლოდ სასწავლო აკადემია – ყველაფერი ერთ სივრცეში.
The Diary-ს Fashion ედიტორიალის მთავარი გმირი ინფლუენსერი და ბიზნესვუმენი, მარიამ დავითაძეა. მარიამი ერთი დღით ზაფხულის პატარძალი გახდა და Galogrea-ს ხუთი განსხვავებული ლუქი მოირგო.