Gucci-ს 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას ნოსტალგიური ხასიათი ჰქონდა. თითქოს საბატო დე სარნომ იტალიური ბრენდის კოლექციების ისტორიას თვალი შეავლო კვლავ, საუკეთესოები სკივრიდან ამოიღო, ახალი ელფერი შესძინა და მოდის მიმდევრებს ახლიდან შესთავაზა.
ბრენდის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში თვალსაჩინოა 90-იანი წლების გავლენა - მოცულობითი ტრენჩები და ბაიკერის ქურთუკები. კოლექცია ასევე 60-იანი წლების ელემენტებს შეიცავს, მათ შორის მინი-კოსტიუმებს, დიდი ზომის ქუდებს და ჯეკი კენედის სტილის სათვალეებს.
წარმოდგენილი სამოსისა თუ აქსესუარების მეტი წილი "Gucci Rosso"-ს ფერებში იყო შესრულებული. თუმცა, საბატო დე სარნომ 2025 წლის კოლექციაში ფერთა გამის ახალი ენერგია შემოიტანა - ლიმონისფერი და ცაცხვის მწვანე ტონები.
ჩვენებაზე აქსესუარები განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ. ბრენდმა ახალი ჩანთა "Gucci 73" და ბამბუკის დეტალებით გაფორმებული აქსესუარები წარადგინა, რომლებიც უკვე გასაგებია, რომ მომდევნო სეზონის ტრენდად იქცევა.
აღსანიშნავია, Gucci-ის გაზაფხული-ზაფხული 2025 წლის კოლექციის ჩვენებაზე სამოსი ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმაც წარადგინა. მოდელს ლიმონისფერი კოსტიუმი ემოსა.
არცერთი მოდის სახლის ჩვენება არ გამოირჩევა ისეთი A-Lister სტუმრებით, როგორც Gucci. დაკოტა ჯონსონი, ბრიეჯრტონების მსახიობი, ნიკოლა კოფლანი, კირსტენ დანსტი, ჯესიკა ჩესტეინი და სხვა ცნობადი სახეები ჩვენების წინა რიგებს სწორედ რომ Gucci-ს სამოსში ამშვენებდნენ.
დაკოტა ჯონსონიჯესიკა ჩესტეინი
41 წლის ნეაპოლელი დიზაინერის, საბატო დე სარნოს მიდგომა Gucci-ს მიმართ შემდეგია: ბრენდის ისტორიისა და თანამედროვე დიზაინის შერწყმა და ბალანსი. სწორედ ეს ხაზი წარადგინა მან გასული წლის სექტემბერს მილანის მოდის კვირეულზე და სწორედ ეს ხაზი გააგრძელა გუშინ მილანში.
წლევანდელმა ოსკარებმა უკვე ჩაიარა და უამრავი განსახილველი თემაც დაგვიტოვა. გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, განსაკუთრებულად ველოდით წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქებს. და აი, ის დროც დადგა – შევაფასოთ, რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობა გამოირჩეოდა ყველაზე მეტად.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.
თბილისის ყველაზე ესთეტიკური რესტორნები – უნიკალური ინტერიერი, გემრიელი კერძები და განსაკუთრებული ატმოსფერო. აღმოაჩინეთ საუკეთესო კაფეები და რესტორნები, სადაც თანამედროვე ესთეტიკა ძველი თბილისის ხიბლს ერწყმის.