ANNICK GOUTAL- გამორჩეული ქალი
თავისუფალი, მიზანდასახული და ვნებით აღსავსე ქალბატონი მრავალფეროვანი ცხოვრებით...
პარფიუმერის, მუსიკოსის, მოდელისა და ანტიკვარიატის ექსპერტის მთავარი მემკვიდრეობა არის მეტი ვიდრე გონების რაიმე მდგომარეობა - ხედვის უნარი, ენდობოდე საკუთარ ინსტინქტებს და თვითონ სიცოცხლეს, რომ ყველაფერში აღმოაჩინო სინათლე და სიყვარული. Annick-ი შემოქმედებითი, სიყვარულით სავსე ადამიანი იყო. მან საკმაოდ თამამი ნაბიჯები გადადგა პარფიუმერიის სფეროში და შექმნა ისეთი ექსტრაორდინარული ჟღერადობები, რომლებმაც ყველანაირი სტერეოტიპები დაამსხვრიეს, მაგალითად ვეტივერისა და ზღვის ნოტების ტანდემი, სრულიად განსხვავებული კონცეფციით.

ბრენდი დაარსების დღიდან ცდილობს სურნელოვანი მოგონებების, ოცნებების და ემოციების შექმნას, რომელიც კონკრეტული მომენტის გაზიარების სურვილით იქმნება და განსაკუთრებული არომატის სახით გადმოიცემა.
პარფიუმერიის ფრანგული სახლი მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის ყოველთვის მეგობრულ გარემოს ირჩევდა და თითოეული არომატით უყვებოდა სიყვარულის, მეგობრობისა და ოჯახის შესახებ ისტორიას.

SCENTS OF YOUR LIFE
არსებობს არომატი, რომელიც გამოგზაურებს,
არსებობს არომატი, რომელიც გაბრუნებს საყვარელი ადამიანის მკლავებში,
არომატი, რომელიც გაპოვნინებს საკუთარ თავს!
და არსებობს სურნელი, რომელიც მუდამ თქვენი თანამგზავრია.
ყველა ეს არომატი ჰყვება თქვენს ისტორიას!

შეფუთვის ხელოვნება
Goutal-ის სურნელზე არანაკლებ გამორჩეული და პერსონალიზებულია მისი შეფუთვაც. გარდა იმისა, რომ ყველა ფლაკონი საფრანგეთში იწარმოება, ეტიკეტების დატანა დღესაც, ისევე როგორც ბრენდის დაარსების პირველი დღიდან, სათითაოდ, ხელით ხდება.

სიყვარულის სიმბოლოები
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ" მედიის წარმომადგენლებისა და ცნობილი სახეებისთვის ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც საზოგადოებას ფრანგული ბრენდის სიახლეები და არომატების განახლებული შეფუთვები წარუდგინა. Goutal-ის თითოეული სუნამოს მიღმა პერსონალური ისტორიაა: ბედნიერი მოგონებები, დედის მიერ შვილისადმი მიძღვნილი ძვირფასი ემოციები თუ მეუღლისთვის ახსნილი სიყვარული.

გაგაცნობთ ხუთ არომატს, რომელიც განასახიერებს Goutal-ის სახლის არსს და ხელწერას.
EAU D’HADRIEN
ხანდახან, წიგნი შესაძლოა ჩვენში მნიშვნელოვანი ცვლილებების ბიძგი გახდეს. სწორედ ფრანგი ნოველისტის - Marguerite Yourcenar-ის „ადრიანეს მოგონებები” Annick-თვის ახალი სურნელოვანი იდეის გაჩენის მიზეზად იქცა. Goutal-ის სახლის პირველი საკულტო არომატი Eau d'Hadrien აცოცხლებს ტოსკანის პეიზაჟებს, მის მცხუნვარე მზესა და კვიპაროსებით სავსე ტერასებს.

PETITE CHÉRIE
Petite Chérie დედისა და ქალიშვილის მარადიული სიყვარულის ისტორიაა. Camille 23 წლის გახლდათ, როდესაც Annick-მა ეს სურნელი მისთვის შექმნა. სურნელი, რომელიც ასე ჰგავს ბედნიერების ტკბილ მელოდიას, მოქცეულს Petite Cherie-ს ფლაკონში. Annick-ს ხომ სჯეროდა, რომ სუნამოს საბოლოო დანიშნულება ბედნიერების მინიჭებაა...
ვარდისა და მსხლის ნაზი შერწყმა, რომელსაც ვანილისა და მუშკის ნოტები დაჰყვება.

ROSE POMPON
წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ვარდების ბაღში, შეიგრძენით ვარდის ჰაეროვანი ნოტები და მათი მიმზიდველობა. ვარდის მრავალფეროვანი სურნელი ჩვენში აღძრავს სხვადასხვა ემოციებს და უდიდეს ბედნიერებას გვანიჭებს.

LE CHÈVREFEUILLE
ჩვენი ბავშვობის მოგონებები ფასდაუდებლად ძვირფასია, ფერებით, სიტკბოთი და უმანკოებით აღსავსე. Le Chèvrefeuille - იშვიათი ყვავილების ბაღია, რომლის არომატი Camille-ის ოჯახთან გატარებულ ყველაზე ჰარმონიულ და ტბილ მომენტებს ასახავს...

LE TEMPS DES RÊVES
იშვიათ და გამორჩეულ მომენტებში ვგრძნობთ თუ როგორ იქცევა ოცნებები რეალობად. Le Temps des Rêves იმ მომენტის გამოძახილია, როდესაც Annick-მა პირველად გაბედა ოცნება პარფიუმერობაზე. და ეს ოცნებაც ახდა…

სურნელი აღძრავს იმ ემოციებსა და შეგრძნებებს, რომლებსაც ჩვენს მეხსიერებაში გამორჩეული ადგილი უკავიათ.
ესტუმრეთ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ "ლუტეციას", საკუთარი სურნელოვანი ისტორიის აღმოსაჩენად.