ანგელოზები ლოს-ანჯელესში დაბრუნდნენ
Victoria’s Secret-ის 2026 წლის ჩვენებაზე კაილი ჯენერმა 50 მილიონი დოლარის Fantasy Bra წარადგინა, პოდიუმზე ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანიც გამოვიდა.
ამ Look-ით ჯიჯის კილომეტრიდან იცნობთ. ცნობილმა მოდელმა შვილთან ერთად ნიუ იორკის ქუჩებში პირდაპირი მნიშვნელობით გამოანათა. ყვითელ შარვალსა და ამავე ფერის, oversized პოლოს ჯიჯიმ PRADA-ს ვარდისფერი ქუდი, პირბადე და სპორტული ფეხსაცმელი შეუხამა.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ყვითელი და ვარდისფერი ფერების კომბინაცია წამგებიანი ნამდვილად არ აღმოჩნდა. მეტიც, ჯიჯიმ ქუჩის მოდის კრიტიკოსებისგან კომპლიმენტებიც დაიმსახურა. მოდელი პანდემიის სტილს დღითიდღე ხვეწავს და დიდი ზომის სამოსის ტრენდულ Look-ებად გარდაქმნას გვასწავლის.

ჰადიდი მეგაპოლისის ქუჩებში ქალიშვილთან ერთად ხშირად სეირნობს. ხშირ შემთხვევაში მისი კომპანიონი ასევე სუპერმოდელი და - ბელა ჰადიდია. გოგონების ქუჩის სტილი კი მაღალი მოდის ჩვენებებზე ნანახ Look-ებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. ლამაზმანის უახლესი ყვითელი კომბინაციის აწყობა კი თქვენც შეგიძლიათ.
AMISS - The Polo in Yolk
AMISS - The Jogger in Yolk