Curated by TheDiary Concept House
ვალენტინობის დღეს, როცა ასე ძალიან გვინდა, რომ განსაკუთრებულები ვიყოთ, იდეალური საჩუქრის პოვნა უფრო რთული ხდება. ძებნის პროცესის გასამარტივებლად, ქართველი დიზაინერების კოლექციებიდან საუკეთესო ნივთები შევარჩიეთ, რომელთა აღმოჩენაც TheDiary Concept House-ში შეგიძლიათ.
Vinstyle-ის ბრენდში ზუსტად იციან, რა უყვართ, რას ეძებენ და რას იცვამენ თბილისის მოდის მოყვარულები. მათი კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული ლუქი წითელი ვინტაჟური პიჯაკია, რომელიც ვალენტინობისთვის საუკეთესო არჩევანია. კლასიკური წითელი კი დიდი ხანია სიყვარულის ფერად ითვლება.
 |
წითელი პიჯაკი
VINSTYLE
|
თუ თქვენს პარტნიორს უფრო არტისტული და თამამი სტილი მოსწონს, Smak-ის მაისურებს გადაავლეთ თვალი. დიზაინერის მიერ შექმნილი ცეცხლისა და სიყვარულის სიმბოლოების კომბინაცია ამ სამოსს უნიკალურ ხასიათს ანიჭებს.
 |
მგზნებარე მაისური
SMAK
|
მათთვის, ვისაც მინიმალისტური ესთეტიკა ხიბლავს, საუკეთესო არჩევანია ლუკა მიქაძის შემოქმედება. ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის მიერ შექმნილი მაისური წარწერით „I Love Bad Boys“ დასამახსოვრებელი საჩუქარია, რომელიც ნებისმიერ ლუქს განსაკუთრებულ ხასიათს შესძენს. ასეთი მაისურები, რომლებიც ყურადღებას იპყრობს და წაკითხვისთანავე ღიმილს იწვევს, ვალენტინობისთვის განსაკუთრებით კარგი არჩევანია.
 |
I LOVE BAD BOYS
Luka Mikadze
|
სამკაულების მოყვარულებისთვისაც შევარჩიეთ რამდენიმე ბრენდი, რომელიც სხვადასხვა ესთეტიკის გოგოს მოეწონება. Filigrann-ის დახვეწილი კოლექციიდან განსაკუთრებით გამოირჩევა გვირილის ფორმის ბეჭედი ვარდისფერი კვარცით და მფარველი ანგელოზის ყელსაბამი ბრილიანტებით. ეს სწორედ ის ნივთებია, რომლებიც ყოველდღიურ ლუქებს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.
 |
მფარველი ანგელოზი ბრილიანტებით
Filigrann
ყიდვა
|
 |
ბეჭედი ვარდისფერი კვარცით
Filigrann
ყიდვა
|
განსაკუთრებული ისტორიის მქონე საჩუქრის შესარჩევად Chronos იდეალური არჩევანია. ბრენდი საქართველოში აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალებს თანამედროვე სამკაულებად გარდაქმნის, რაც თითოეულ ნივთს სიმბოლურ და კულტურულ მნიშვნელობას ანიჭებს.
 |
ბეჭედი ნატურალური ქვით
Chronos
ყიდვა
|
ხოლო მათთვის, ვინც ინდივიდუალიზმს ყველაფერზე მაღლა აყენებს, Nino Sepo-ს სკულპტურული ნაკეთობები შეუცვლელი არჩევანია. ნინო სეფიაშვილის დიზაინი, რომელიც არაერთხელ იყო პარიზისა და სხვა ქალაქების მოდის კვირეულებზე წარმოდგენილი, სწორედ მათთვისაა, ვისაც გამორჩეული და განუმეორებელი აქსესუარები იზიდავს.
 |
Half Moon Earrings
Nino Sepo
|
საბოლოოდ, მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი ურთიერთობა ახალია თუ უკვე წლებს ითვლის, ქართული ბრენდების შერჩევით საჩუქარს დამატებით ხასიათს შესძენთ. ყველა დიზაინერის კოლექციის ნახვა შეგიძლიათ TheDiary-ს კონცეპტუალურ სახლში, მიზეილ ზანდუკელის 15 ნომერში, ვერაზე.