#მოდა

VINSTYLE: მინიმალიზმი, ელეგანტურობა და მდგრადი მოდა ერთ ბრენდში

გაზიარება:

ვინტაჟურ სამოსს ყოველთვის განსაკუთრებული ელფერი ახლავს, რადგან ის ერთგვარი საცავია, რომლის საშუალებითაც წარსულის ისტორიები ინახება და ძველი ახალ სიცოცხლეს იძენს.

სწორედ ამ ფილოსოფიას გადმოსცემს ქართული ბრენდი VINSTYLE, რომელიც ვინტაჟური ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიაა და მეხუთე წელია, ორი ქართველი გოგოს, მარიამისა და თამარის საერთო საქმედ იქცა.

Vinstyleshop, თაკო ტოტორაშვილი, მარიამ ჯაფარიძე, ვინსთაილი, ვინტაჟური მაღაზია
თამარ კოტორაშვილი და მარიამ ჯაფარიძე

VINSTYLE ქალისა და მამაკაცის ხაზის სამოსს წარადგენს. ბრენდისთვის საგულდაგულოდ შერჩეული კოლექციები 1970, 80 და 90-იანი წლების წამყვანი მოდის სახლების სამოსს აერთიანებს, მათ შორის ოვერსაიზ პიჯაკებს, კლასიკურ კოსტიუმებს, პალტოებს, ტყავის ქურთუკებსა თუ ქურქებს.

Vinstyleshop, ვინტაჟური მაღაზია, ვინსთაილი, Vinstyle

ბრენდის ესთეტიკა მინიმალისტური და ამავდროულად ექსპრესიულია – შეხვდებით მარტივ, კლასიკური სილუეტების მქონე სამოსს და ისეთ გამორჩეულ ნივთებსაც, რომლებიც ნებისმიერ გარემოში ყველას ყურადღებას იპყრობენ.

Vinstyle Shop, ვინტაური მაღაზია, ლიკუნა ხაჭაპურიძე Vinstyle Shop, ვინტაური მაღაზია, ლიკუნა ხაჭაპურიძე

რაც ორი მეგობრის საერთო ინტერესით დაიწყო, დღეს უკვე საერთაშორისო აუდიტორიის მიერ აღიარებული ბრენდია, რომლის იდენტობაც გემოვნებაზე, ხარისხსა და მდგრადობაზეა დაფუძნებული.

მიმდინარე წელი განსაკუთრებით აქტიური იყო VINSTYLE-ისთვის. ბრენდი მონაწილეობდა სარეკლამო კამპანიებში, ითანამშრომლა მოდის სფეროს წარმომადგენლებთან და გამართა დაფუძნების შემდეგ რიგით მეორე ჩვენება.

Vinstyle Shop fashion show, Ano Shengelia, ვინსთაილი, ანო შენგელია Vinstyle Shop fashion show, Ano Shengelia, ვინსთაილი, ანო შენგელია

ამასთანავე, Vinstyle-მა უკვე მიიღო რამდენიმე კორპორაციული შეკვეთა სხვადასხვა კომპანიისგან, რომელთათვისაც ბრენდმა უნიფორმების უნიკალური დიზაინი შექმნა. მსგავსი თანამშრომლობები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის პროფესიონალიზმსა და იმ შესაძლებლობას, რომელიც მას გააჩნია – შექმნას ინდივიდუალურად მორგებული, ესთეტიკური და ფუნქციური ტანსაცმელი როგორც მოდის, ისე ბიზნეს სექტორისთვის.

Vinstyleshop, ვინტაჟური მაღაზია, ვინსთაილი, Vinstyle

ამ სეზონის ფარგლებში Vinstyle-მა განსაკუთრებული კონცეფცია Autumn Vinstyle Box წარმოადგინა. ბოქსი ბრენდის გამორჩეული მომხმარებლებისთვის შეიქმნა და აერთიანებდა შემოდგომის სტილის მთავარ ელემენტებს: თბილ ტონალობებს, ტექსტურების მრავალფეროვნებასა და დახვეწილ დეტალებს. თითოეული ბოქსი ინდივიდუალურად შეირჩა, რაც მას კიდევ უფრო პერსონალურ ხასიათს სძენდა.

Vinstyleshop, ვინტაჟური მაღაზია, ვინსთაილი, Vinstyle

სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული შეკვეთებითა და ახალ კოლექციებზე მზარდი ინტერესით კი, VINSTYLE გახდა ბრენდი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეც მოთხოვნადი და დაფასებულია.

თუმცა ის, რასაც VINSTYLE წარმოადგენს, ესთეტიკაზე მეტია – ეს არის ცნობიერებაზე დაფუძნებული მდგრადი მოდა. სწრაფი მოდის დომინირების ეპოქაში, ვინტაჟური შოპინგი არა მხოლოდ ტრენდული, არამედ აუცილებელი გახდა.

Vinstyleshop, ვინტაჟური მაღაზია, ვინსთაილი, Vinstyle Vinstyleshop, ვინტაჟური მაღაზია, ვინსთაილი, Vinstyle

იყიდო მეორეული სამოსი, ეკოლოგიურად პასუხისმგებლობიანი არჩევანია, რომელიც ამცირებს ბუნებისთვის მიყენებულ ზიანს, ხელს უწყობს მდგრადი მოდის განვითარებას და აფასებს ატელიეების ოსტატობას, რომელიც ათწლეულებს უძლებს.

VINSTYLE-ის კოლექციებიც ასეთია – გამორჩეული ელეგანტურობით, ავთენტურობითა და ინდივიდუალიზმით.

ზევით