ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
იმ დროს, როდესაც მოდის ინდუსტრია სწრაფ ტრენდებზეა ფოკუსირებული, გალიბ გასანოვი სცენაზე სულ სხვა ენერგიით შემოდის. ის ცდილობს წარსული მემკვიდრეობისგან ახალი სტრუქტურები შექმნას.

გალიბ გასანოვი საქართველოში დაბადებული, აზერბაიჯანული ფესვების მქონე დიზაინერია, რომელიც იტალიაში დაფუძნებულ ბრენდს Institution ხელმძღვანელობს. 2026 წელი გალიბისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მისმა მილანურმა ბრენდმა პრესტიჟული Zalando Visionary Award მოიპოვა და LVMH Prize-ის ნახევარფინალისტებს შორისაც დაიმკვიდრა ადგილი.

გასანოვის ხედვა მკაფიოა. მას სურს, კოლექტიური მეხსიერება და მივიწყებული ტრადიციები თანამედროვე, გლობალურ კონტექსტში გადმოიტანოს. სოფელ ყარაჯალარსა და თბილისში გატარებული ბავშვობა, სადაც სხვადასხვა ენები და კულტურები ორგანულად იკვეთებოდა, ბრენდის ესთეტიკურ საფუძვლად იქცა.
ამიტომაც, Institution არ არის მხოლოდ სამოსი, ის სოციალურ-კულტურული პროექტია, რომელიც ახალ სიცოცხლეს სძენს ნატურალურ მასალებსა და ოსტატობის იმ იშვიათ ტექნიკებს, რომლებიც დღევანდელ ბაზარზე, განსაკუთრებით კი ოტ კუტურში, ფუფუნების საზომადაა ქცეული.
![]() |
![]() |
დიზაინერის ხელწერა განსაკუთრებული სიმძაფრით მის გასულ კოლექციებში იკითხება, სადაც კულტურული იდენტობა ფიზიკურ ფორმას იღებს. ამის საუკეთესო მაგალითია ქართული მონეტებით შექმნილი კაბა, რომელიც ერთდროულად ხელოვნების ნიმუშიცაა და სამოსიც. აქ ტრადიციული სიმბოლიკა და თანამედროვე სილუეტი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.
![]() |
![]() |
გასანოვი ოსტატურად მანიპულირებს დაწნული მატერიებითაც, რომლებიც სხეულზე იდეალურ ფორმებს ქმნის და ხაზს უსვამს იტალიური თარგის იმ სიზუსტეს, რამაც საერთაშორისო ჟიურის ყურადღება მიიპყრო. Zalando-მ დიზაინერს 50.000 ევროც გადასცა, ამ თანხისა და მენტორების, ედუარდ ბუკანანისა და ემა მატელის დახმარებით გასანოვი აგვისტოში, კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე SS27 კოლექციას წარადგენს.

Institution დღეს ერთგვარი ხიდია კავკასიურ მემკვიდრეობასა და მსოფლიო მოდის ინდუსტრიას შორის. გალიბ გასანოვი კი თავისი შემოქმედებით ცხადყოფს, რომ ავთენტურობა ყოველთვის ყველაზე ტრენდული არჩევანია.