#მოდა

SHAVIKATA: ქართული ბრენდის მეამბოხე სამყარო

გაზიარება:

თანამედროვე მოდის სამყაროში, სადაც ტრენდები მსოფლიო მოვლენებივით სწრაფად იცვლება, ვიზუალური ხმაური ხშირად შინაარსს ფარავს, სიმშვიდე კი ყველაზე დიდ ფუფუნებადაა ქცეული.

თბილისის მრავალფეროვან მოდის რუკაზე კი არსებობენ ბრენდები, რომლებიც ნელი მოდის ფილოსოფიას მიჰყვებიან და ხარისხიან, შინაარსიან კოლექციებს გვთავაზობენ. მათ რიგს მიეკუთვნება SHAVIKATA, რომელიც 2016 წლიდან ქალისა და მამაკაცის სამოსსა თუ აქსესუარებს გვთავაზობს.

ბრენდის სახელი ყველასთვის ნაცნობ შავ კატას უკავშირდება – ცხოველის იმ მისტიკურ და დაფარულ ბუნებას, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ბინადრობს. „შავიკატა“ არა ვიწრო ეთნიკურ, არამედ უნივერსალურ ვიზუალურ ენაზე საუბრობს.

ბრენდის ფილოსოფიის ღერძი გეომეტრიაა – ერთი გეომეტრიული ფორმის შექმნა, რომელიც მეორე, ყველაზე სრულყოფილ გეომეტრიას, ადამიანის სხეულს ერგება.

კოლექციებში მინიმალისტური, მკაცრი სილუეტები მოულოდნელ, თითქმის სიურრეალისტურ დეტალებს ერწყმის. შედეგად კი ვიღებთ გენდერულად ნეიტრალურ კოლექციებს, რომლებიც მფლობელთან ერთად მოძრაობენ და მის ყოველ ნაბიჯს, პლასტიკას იმეორებენ.

Trench Coat, ტრენჩ ქოუთი, შავიკატა, ქართული ბრენდი, SHAVIKATA Trench Coat, ტრენჩ ქოუთი, შავიკატა, ქართული ბრენდი, SHAVIKATA

ამასთანავე, „შავიკატა“ ნელი მოდისა და ეკო-აქტივიზმის იდეალური მაგალითია. ბრენდის ქსოვილები ძირითადად ინდუსტრიული ნარჩენებისგან იქმნება, რაც ნიშნავს, რომ ატელიეში ყოველი ნაჭერი ფასეულია. ის ნარჩენები კი, რაც აქსესუარებისთვის არ გამოიყენება, გორში, ქარხანაში იგზავნება და საყოფაცხოვრებო ნივთებად გარდაიქმნება.

Denim Coat, ჯინსის მოსაცმელი, ჯინსი, შავიკატა, ქართული ბრენდი, SHAVIKATA Denim Coat, ჯინსის მოსაცმელი, ჯინსი, შავიკატა, ქართული ბრენდი, SHAVIKATA

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ტყავის ხაზი. ბრენდის აქსესუარები იქმნება ქართველი ოსტატების მიერ, მცენარეული მეთოდით დამუშავებული (vegetable-tanned) ტყავისგან, რომელიც ტოსკანის მცირე, ტრადიციული საწარმოებიდან ჩამოაქვთ.

შავიკატა, ქართული ბრენდი, SHAVIKATA, ქართული სამოსი, სამოსი ქართული ელემენტებით, ყარამანიანი, ეპოსი შავიკატა, ქართული ბრენდი, SHAVIKATA, ქართული სამოსი, სამოსი ქართული ელემენტებით, ყარამანიანი, ეპოსი

ბრენდის ფილოსოფიის ყველაზე შთამბეჭდავი გამოხატულება კი კოლექცია „ყარამანიანი“ გახლავთ. სამოსის ინსპირაცია დავით ორბელიანის მიერ თარგმნილი სპარსული ეპოსია. კოლექციის სამოსზე ქართული ანბანი ნატიფი, ხელით შესრულებული ნაქარგის სახით გვევლინება. თუმცა, „შავიკატას“ ხელში ეს მემკვიდრეობა არ არის მუზეუმის ექსპონატი, არამედ თანაბრად ორგანულია როგორც თბილისისა თუ ტოკიოს გალერეებში, ისე ბერლინის ანდერგრაუნდ კლუბში.

Trench Coat, ტრენჩ ქოუთი, კოპლებიანი ტრენჩ ქოუთი, Polka dots trench coat, შავიკატა, ქართული ბრენდი, SHAVIKATA Trench Coat, ტრენჩ ქოუთი, კოპლებიანი ტრენჩ ქოუთი, Polka dots trench coat, შავიკატა, ქართული ბრენდი, SHAVIKATA

„შავიკატას“ აღმოჩენა TheDiary Concept House-შია შესაძლებელი. გაზაფხულის სეზონისთვის აქ იდეალური ლუქების აწყობა შეიძლება. კონცეპტუალურ სახლში წარმოდგენილი ტრენჩ ქოუთები, მოსაცმელები თუ თავისუფალი სტილის სამოსი ქმნის იმ კომფორტულ გარდერობს, რომელიც დროსა და სივრცეს უძლებს.

ზევით