FILIGRANN CREATIONS: სიმბოლიზმი და ქართული ხელწერა სამკაულის დიზაინში

სამკაული არასდროს ყოფილა მხოლოდ აქსესუარი – ის ემოციების, ენერგიისა და იმ ამბების მატარებელია, რომლებთან კავშირიც ყოველდღიურად გვჭირდება. სწორედ ამიტომ ვირჩევთ იმ ნივთებს, რომლებსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ჩვენს ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს.

ეს ტენდენცია მსოფლიო ბაზარზეც თვალსაჩინოა – იკონოგრაფია და სიმბოლური მოტივები დიდ მოდაში დაბრუნდა. მაღალი მოდის დიზაინერების კოლექციებიდან დაწყებული, წამყვანი საიუველირო სახლებით (Pomellato, Tiffany & Co.) დასრულებული, სხვადასხვა სიმბოლო ესთეტიკურ ხატად იქცა, სადაც კლასიკა და თანამედროვეობა, ზოგჯერ კი პანკური სტილიც კი ერწყმის ერთმანეთს.

Filigrann, ფილიგრანი, სამკაული, ანგელოზი

ექსპერტების აზრით, ასეთი სამკაული გვეხმარება, დეკორატიული ნივთი პერსონალურ სიმბოლოდ ვაქციოთ. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ ვატაროთ რაღაც პირადი, რაც ჩვენს რწმენასთან, ან შინაგან განწყობასთანაა კავშირში.

სწორედ ამ ქვეტექსტით შეიქმნა ქართული ბრენდი Filigrann Creations, რომლის პირველი კოლექცია სიმბოლიზმზეა დაფუძნებული. შემქმნელებისთვის ყველაფერი საერთო იდეით დაიწყო – მათ სურდათ შეექმნათ ბრენდი, რომელიც ქართულ ელემენტებს თანამედროვე ფორმით წარმოაჩენდა.

Filigrann, ფილიგრანი, სამკაული

Filigrann-ი ნატიფი, დახვეწილი და გულმოდგინებით შექმნილი დეტალების ხელოვნებაა. თითოეული ნაკეთობა, რომელსაც ბრენდი ქმნის, დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით იბადება. ორნამენტული ფაქტურები და თანამედროვე ფორმები კი ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ სამკაულს უნიკალურ, თითქმის მისტიკურ ელფერს სძენს.

ბრენდის მიღმა დიზაინერი გუგა ნემსაძე დგას, Central Saint Martins-ის კურსდამთავრებული, რომელსაც არაერთ დიზაინერთან, მათ შორის ალექსანდრ მაკ-ქუინის გვერდით მუშაობის გამოცდილება აქვს.

მიკა ნემსაძე: კომპანიის დაარსების იდეა ერთად გაგვიჩნდა. გუგას მანამდეც ჰქონია დიზაინთან შეხება, ინგლისში დიზაინის სკოლა აქვს დამთავრებული. გვსურდა, რომ ქართული ელემენტებით რაღაც ღირებული და ფასეული შეგვქმნა.

Filigrann, ფილიგრანი, სამკაული, ჯვარი, მთვარის ქვა

პირველი კოლექციისთვის მზადების პროცესი თითქმის ერთ წელს გაგრძელდა. Filigrann-ი დიდხანს მუშაობდა ნამუშევრების პროპორციებზე, ტექსტურასა და იმ განსხვავებულ ფორმებზე, რაც ბრენდის მთავარი მახასიათებელი გახდა.

Filigrann-ის სამკაულს სხვებისგან მისი „დაუმუშავებელი“ ეფექტი გამოარჩევს. სამკაულს სპეციფიკური, არაპრიალა, მატის (Matt) ელფერი აქვს.

გუგა ნემსაძე: ყველაფერი ნახატიდან იწყება, რომლის დიზაინიც პროცესში შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. როდესაც ჩანახატი 3D მოდელირებაში გადადის, უკვე რეალურად ვხედავთ ნამუშევარს და საბოლოო დიზაინამდე ასე მივდივართ. ჩვენი ხელწერაა გაუპრიალებელი, თუმცა მაინც კარგად დამუშავებული ნაკეთობა.

Filigrann, ფილიგრანი, სამკაული, ბეჭედი

ეს მიდგომა ქვების შერჩევაშიც ჩანს. განსხვავებული ვიზუალის ნატურალური ქვები სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგალითად, ინდოეთიდან ჩამოაქვთ. Filigrann-ის კოლექციის თითოეული ქვა თავის ისტორიას ატარებს. სამკაულებში შეხვდებით კვარცს, ნატურალურ ალმასს, ბრილიანტს, მთვარის ქვასა თუ ლაბრადორიტს.

ბრენდის ესთეტიკის განუყოფელი ნაწილია პასტელური, მშვიდი ტონები. პირველ კოლექციაში ვხვდებით ანგელოზების კულონებს და სხვადასხვა ისტორიულ-სიმბოლურ გამოსახულებებსაც, როგორებიცაა წმინდა ნინო, ნიკოლოზი თუ ღვთისმშობელი.

Filigrann, ფილიგრანი, სამკაული, ანგელოზი

თუმცა, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, მათი ინტერესი მხოლოდ ერთი მიმართულებით არ შემოიფარგლება. სამომავლოდ იგეგმება კოლექციები, რომლებიც სხვადასხვა კონცეპტუალურ იდეებზე იქნება დაფუძნებული.

ამ კოლექციაში განსაკუთრებით გამოვარჩევდი ანგელოზების ხაზს. თითოეულ მათგანს, გარდა ვიზუალური სილამაზისა, ძალიან ძლიერი შინაარსობრივი დატვირთვა აქვს, – მიკა.

Filigrann, ფილიგრანი, სამკაული, ბეჭედი, ტოპასის ყვავილი, ნატურალური ქვა

Topaz Triplex Flower Ring

ყიდვა

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამ ყვავილიანი ტოპასის ბეჭედი და ჯვრის კულონი გახლავთ, – გუგა.

იქნება ეს ანგელოზების სერია, თუ ყელსაბამი ლაბრადორიტის ქვით, Filigrann-ის თითოეულ ნივთს თავისი სათქმელი აქვს. ეს არის სამკაული მათთვის, ვინც ნივთებში სიმშვიდეს და საკუთარ თავთან კავშირს ეძებს. სამყაროში, სადაც ყველაფერს სწრაფი რიტმი აქვს, Filigrann-ი გვთავაზობს სამკაულს, რომელიც ბუნებისა და სიმბოლოების ენერგიას ერთ ნამუშევარში აერთიანებს და რაც მთავარია, საქართველოშია შექმნილი.

ზევით