პორტუგალია გასაოცარია ქვეყანაა, საოცარი ისტორიით, ხალხით, კულტურით, სტუმართმოყვარეობითა და უნიკალური ქალაქებით. ქვეყანა ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, რომელიც პირენეის ნახევარკუნძულის ატლანტის სანაპიროზე აღმოცენებულა და ბოლო პერიოდია ქართველი ტურისტების საყვარელ მიმართულებად იქცა. დღეს კი, ერთ პატარა და საყვარელ ქალაქზე, ქაშქაიშიზე მოგიყვებით, რომელიც პორტუგალიის რივიერაზე მდებარეობს. ის ადრე მეთევზეთა დასახლება ყოფილა, თუმცა 1800-იანი წლების ბოლოს პორტუგალიის მეფემ ქალაქი საზაფხულო თავშესაფრად აქცია. მას შემდეგ აქ ელეგანტური სასახლეები აშენდა, ახალი, ისტორიული ცენტრი შეიქმნა და ასე გახდა ქალაქი პორტუგალიის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილად.
პორტუგალიის რივიერაზე, საოცარ ქალაქ კაშკაიშიში კი ამაყად დგას EVOLUTION Cascais-Estoril-ი - ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც სტუმრებს ხუთ ვარსკვლავიან სერვისებს სთავაზობს.
ქალაქი Cascais
EVOLUTION-ი თავისი დინამიკური კონცეფციით და ახალი ტექნოლოგიური მიდგომით ნებისმიერ ტრენდულ და ცნობისმოყვარე მოგზაურსა თუ ადგილობრივ დამთვალიერებელს მოხიბლავს. სასტუმრო იდეალური სამუშაო სივრცის, ექსკლუზიური შეხვედრებისა და ღონისძიებების ოთახების, რესტორნებისა და ბარების კომბინაციაა.
სასტუმროს ნიშური კონცეფცია ყველა სტუმარს ენერგიით ავსებს და EVOLUTION-ის გამოცდილებას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის. ენერგიული, თანამედროვე, ციფრული და კოსმოპოლიტური, ყველა ეს ეპითეტი, ზედგამოჭრილია ამ სასტუმროსთვის. EVOLUTION-ი, მხოლოდ მის სახელს რომ დავუკვირდეთ, ცოცხალი ცხოვრების სტილის ადამიანებისთვის იდეალური ადგილია და მეტიც, შინაურ ცხოველებზეც კი ზრუნავს.
სასტუმროში შესვლისთანავე, self check-in ტექნოლოგია დაგხვდებათ და ცოცხალ და სადღესასწაულო ატმოსფეროს მაშინვე იგრძნობთ. პირველ სართულზეა, რესტორანი The Kitchen, სადაც ცოცხალი ინგრედიენტებით შექმნილი, ყველა ტიპის რეცეპტორებისთვის მოსაწონი კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი.
სასტუმროს გამორჩეული სერვისი The Living Room & The Patio გახლავთ, რაც ახალ სასადილო კონცეფციას გულისხმობს. მშვიდ ატმოსფეროში 24 საათის განმავლობაში, შეგიძლიათ ბარში მიირთვათ და დალიოთ, ან თუ გარეთ გასვლას აპირებთ, Grab&Go სერვისით ისარგებლოთ.
სასტუმროს სახურავზე განსაცვიფრებელი The Upper Deck - ზღაპრული რესტორან-ბარი და აუზია, საიდანაც თვალწარმტაცი პანორამული ხედები იშლება. ცოცხალი მუსიკისა თუ დიჯეის ხმა იქ ყოველდღე ისმის.
მე-6 სართულზე Wellness by SAYANNA დაგხვდებათ, რომელიც სპას, ფიტნეს დარბაზს, დახურულ აუზს, სამკურნალო ოთახებს, საუნას, ორთქლის აბაზანასა და სენსორულ საშხაპეებს აერთიანებს. ყველაფერი ეს კი, რაღა თქმა უნდა, ზღაპრული ზღვის ხედით.
სასტუმროს 133-ვე ნომერსა და ლუქსს ზღვაზე გამავალი საკუთარი აივანი, სასადილო სივრცე და შეზლონგი აქვს. EVOLUTION-ი, SANA Hotels-ის ყველაზე თანამედროვე, მშვიდი, თანაც ელეგანტური და კომფორტული სასტუმროა და გულგრილს არცერთ ვიზიტორს არ ტოვებს. თუ განსაკუთრებით გიყვართ ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება და გსურთ, მაქსიმალურად მოდერნულ და მშვიდ გარემოში დაისვენოთ, ქალაქი Cascais-ისკენ უნდა აიღოთ გეზი და EVOLUTION სასტუმროს დახმარებით, თქვენთვის იდეალურ სამყაროში აღმოჩნდებით.
როცა დღეები ღამეზე გრძელია და ქალაქის პარკები მზის მოყვარულებით ივსება, ჰარი სტაილზიც „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.
ენტონი ვაკარელო Saint Laurent-ის მემკვიდრეობას აგრძელებს, თუმცა თანამედროვე შტრიხებით. მატილდა გვარლიანი კამპანიის მთავარი გმირია – ბუნებრივად ირგებს ამ თავშეკავებულ ამბოხს.
Louis Vuitton-ის 2026 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება ავინიონში, პაპთა სასახლეში გაიმართა. პირველ რიგებში გამოჩნდნენ ბრიჯიტ მაკრონი, კატრინ დენევი და ქეით ბლანშეტი. ჩვენებაზე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც ვიხილეთ.