ჰიდრატაცია ზაფხულში: წყალი და მისი ალტერნატივები
რძე, ქოქოსის წყალი და ხილის წვენები – რომელი სასმელები უწყობს ხელს ორგანიზმის ჰიდრატაციას და რა უნდა ვიცოდეთ სითხის დღიური მიღების შესახებ.
დუა ლიპა 22 აგვისტოს 31 წლის გახდა. ამ ასაკში მას უკვე სამი „გრემი“, მსოფლიო ტურნეები, საკუთარი კულტურული პლატფორმა, წიგნის კლუბი, მუსიკალური ფესტივალი პრიშტინაში და Versace-სთან ერთად შექმნილი კოლექცია აქვს. ამ ყველაფრის ფონზე მხოლოდ პოპვარსკვლავის სტატუსი მის კარიერას უკვე ვეღარ აღწერს.
მისი ისტორია ლონდონში იწყება, სადაც დუა 1995 წელს კოსოვოელი ალბანელების ოჯახში დაიბადა. მამა, დუკაგინ ლიპა, თავადაც მუსიკოსია. როცა დუა 11 წლის გახდა, ოჯახი პრიშტინაში გადავიდა. ოთხი წლის შემდეგ კი მან საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და მუსიკალური კარიერის დასაწყებად ლონდონში მარტო დაბრუნდა.
პირველი აუდიტორია YouTube-ზე იპოვა. ცნობილი სიმღერების ქავერებს აქვეყნებდა, პარალელურად მოდელადაც მუშაობდა და რესტორანშიც მიმტანად.
შემდეგ კი იყო „New Rules“ - 2017 წლის სიმღერა, რომელმაც დუა ლიპას კარიერა მთლიანად შეცვალა. ის ბრიტანეთის ჩარტის პირველ ადგილზე მოხვდა და დუას მუსიკალური ხელწერაც მკაფიოდ ჩამოაყალიბა: საცეკვაო პოპი, მარტივად დასამახსოვრებელი ტექსტი და ვიზუალური სამყარო, რომელსაც მუსიკისგან დამოუკიდებლადაც ცნობ.

მეორე ალბომი „Future Nostalgia“ 2020 წელს გამოვიდა, ზუსტად იმ დროს, როცა საცეკვაო მოედნები Covid 19-ის გამოი მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიკეტა. უცნაურია, მაგრამ სწორედ ამ პერიოდში საცეკვაო მუსიკაზე აგებულმა ალბომმა განსაკუთრებით დიდი წარმატება მოიპოვა. ჩანაწერმა ექვსი „გრემის“ ნომინაცია მიიღო და საუკეთესო პოპვოკალური ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა.

2024 წელს დუა უკვე გლასტონბერის Pyramid Stage-ის მთავარი შემსრულებელია. ამავე წელს გამოვიდა მესამე ალბომი „Radical Optimism“ და მსოფლიო ტურნეზე, რომელიც ალბომის გამოშვებას მოჰყვა ერთი საინტერესო ტრადიცია დაამკვირდა: სხვადასხვა ქალაქში დუა ადგილობრივი მუსიკოსის ერთ სიმღერას ასრულებდა. 92 კონცერტის განმავლობაში მან ქავერები ცხრა ენაზე იმღერა და რამდენიმე ქალაქში სცენაზე თავად ამ სიმღერების ავტორებიც მიიწვია.

2023 წელს დუა პოპკულტრუას სცდება და მაღალი მოდის ნაწილი ხდება. მომღერალმდა დონატელასთან ერთად Versace-სთვის „La Vacanza“ შექმნა. კოლექცია, რომელიც მოიცავდა საღამოს კაბებს, საცურაო კოსტიუმებსა და საზაფხულო სამოსს, საფრანგეთის რივიერაზე წარადგინეს.
![]() |
![]() |
დუა ლიპას შემთხვევაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ის მიღწევებზე არ ჩერდება და მუდმივად ახალ სივრცეებს ქმნის.
2022 წელს დუამ Service95 დააარსა, პლატფორმა, რომელიც კულტურას, მოგზაურობას, წიგნებს, საკვებსა და სხვადასხვა ქალაქის რეკომენდაციებს აერთიანებს. ერთი წლის შემდეგ კი Service95 Book Club დააფუძნა. დუა ყოველთვიურად თავად არჩევს წიგნს და ავტორებთან ინტერვიუებსაც თავად ატარებს. იმ ეპოქაში, როცა ცნობილი ადამიანების ძირითადად კოსმეტიკის, ტანსაცმლის ან სასმლის ბრენდებს ქმნიან, წიგნის კლუბი საკმაოდ საინტერესო არჩევანია.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს დუა ლიპას პატრიოტიზმი. დუამ ბავშვობის ოთხი წელი კოსოვოს დედაქალაქში გაატარა და ამ ქალაქთან კავშირი არასოდეს დაუკარგავს. 2018 წელს მისმა ოჯახმა Sunny Hill Festival დააარსა. იდეა პირადი გამოცდილებიდან გაჩნდა: როცა დუა პრიშტინაში ცხოვრობდა, მსოფლიოს ცნობილი მუსიკოსები იქ იშვიათად ჩადიოდნენ. ფესტივალის მიზანი სწორედ საერთაშორისო შემსრულებლების კოსოვოში ჩამოყვანა და ადგილობრივი არტისტებისთვის უფრო დიდი სცენის შექმნაა. წლების განმავლობაში Sunny Hill Festival სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვან მუსიკალურ ღონისძიებად იქცა.

2025 წელს დუა ლიპას კოსოვოს მოქალაქეობაც მიენიჭა. მისთვის ეს მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტილება არ ყოფილა. ლონდონი მისი დაბადების ადგილია, პრიშტინა კი, როგორც თავად აღნიშნავს – სახლია.
ამ ზაფხულს მის პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. დუა ბრიტანელ მსახიობ კალუმ ტერნერზე დაქორწინდა. მათი ურთიერთობა 2024 წლის დასაწყისში გახდა საჯარო, მოგვიანებით წყვილი დაინიშნა და 2026 წელს ქორწილიც შედგა.

დუა ლიპას კარიერაში ერთი საინტერესო კანონზომიერება ჩანს. რაც უფრო დიდი ხდება მისი მუსიკალური წარმატება, მით უფრო მეტ დროს უთმობს ყველაფერს, რაც მის პირად ინტერესებს უკავშირდება: წიგნებს, მოგზაურობას, მოდას, ადგილობრივ მუსიკას, საკვებსა და პრიშტინას.
31 წლის ასაკში დუა ლიპა ისევ პოპვარსკვლავია. უბრალოდ, უკვე დიდი ხანია მისის საკაშკაშე პოპკულტურას გასცდა.