ჰაეროვანი კაბისა და ჩექმის კომბინაცია სექტემბერში განსაკუთრებით აქტუალური ხდება. თქვენს საზაფხულო კაბას შეგიძლიათ ახალი სიცოცხლე შესძინოთ და ჩექმებთან ერთად აქციოთ შემოდგომის მთავარ ლუქად.
TheDiary-ის რედაქციამ თქვენთვის შეარჩია ამ კომბოს საუკეთესო ვერსიები:
მოკლე კაბა და სადა ჩექმები
სექტემბერი ჯერ კიდევ ცხელი თვეა, განსაკუთრებით პირველი ნახევარი, ამიტომ მოკლე კაბებს გარდერობის უკანა მხარეს ნუ დაკიდებთ.
 |
Mini Dress By KEBURIA
ყიდვა
|
თუკი სიახლეს ეძებთ, შეგიძლიათ გიორგი ქებურიას კოლექციიდან შავ-თეთრი მოკლე კაბა Dior-ის დაბალქუსლიან, კლასიკურ ჩექმებს შეუხამოთ. ეს კომბინაცია თავისუფალ და თანამედროვე ლუქს ქმნის, რადგან კაბის მოკლე სიგრძე დაბალანსდება მოცულობითი ჩექმებით.
 |
Christian Dior Boots
ყიდვა
|
აბრეშუმის კაბა და კოვბოი ჩექმები
თუ სამსახურის რუტინას უკვე დაუბრუნდით და ფიქრის დრო აღარ გაქვთ – ქართული ბრენდი LIYA გამზადებულ ლუქს გვთავაზობს. მათ კოლექციაში იპოვით აბრეშუმის კაბისა და უნიკალური დიზაინის კოვბოი ჩექმების კომბინაციას. აბრეშუმის კაბისა და ჩექმების უხეში დეტალების შეხამება საინტერესო კომბოს ქმნის.
 |
Silk Dress & Boots by LYIA
ყიდვა
|
ტყავის კაბა და ჩექმები
ტყავის სამოსი აქტუალობას არასდროს კარგავს. წითელი ფერი კი ამ სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ფერია. თუ გამბედაობა გეყოფათ წითელი ტყავის კაბა მოირგოთ, მას ლეოპარდის ჩექმები შეუხამეთ. ამ კომბინაციით მიიღებთ ისეთ ლუქს, რომელიც აუცილებლად მოგაქცევთ ყურადღების ცენტრში.
 |
Dress By SITUATIONIST
ყიდვა
|
ჰაეროვანი კაბა და საშუალო სიმაღლის ჩექმები
თუ მთელი ზაფხული ჰაეროვან, გრძელ კაბაში გაატარეთ, ამ კაბის მომდევნო ზაფხულისთვის შენახვა საჭირო არ არის. უბრალოდ თქვენი სანდლები ან ბალერინები საშუალო სიმაღლის, ოდნავ ქუსლიანი ჩექმებით შეცვალეთ და voila, თქვენი შემოდგომის ლუქიც მზად არის.
 |
Dress by Matters Store
ყიდვა
|
ეს მარტივი ცვლილება თქვენს საზაფხულო კაბას სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს და შემოდგომის განწყობაზე დაგაყენებთ.
 |
Isabel Marrant Boots
ყიდვა
|
მაღალყელიანი ბოტასები
თასმებიანი, ბოტასის სტილის ჩექმები ამ სეზონის ტრენდების ნაწილია. მათი მოკლე კაბასთან ან ქვედაბოლოსთან შეხამება გაბედული და ამავდროულად, კომფორტული არჩევანია. ეს კომბინაცია საშუალებას იძლება, აქცენტი აქსესუარებზე გადაიტანოთ და სპორტული და კლასიკური სტილის საინტერესო ნაზავი შექმნათ.
საცხენოსნო სტილის ჩექმები
საცხენოსნო სტილის ჩექმები კვლავაც ინარჩუნებს აქტუალობას. შეგიძლიათ თხელძირიანი, კომფორტული ტყავის ან ზამშის ჩექმა შეუხამოთ მარტივ კაბას.