DOLCE & GABBANA-ს მაღალი მოდა ძველი რომის არქიტექტურაში

დოლჩე და გაბანას ჩვენება

14 ივლისს იტალიის მაღალი მოდის სახლმა Dolce & Gabbana-მ 2025 წლის Alta Moda-ს ჩვენება რომის ფორუმში გამართა. ლოკაციის შერჩევა მხოლოდ ისტორიულ დატვირთვას არ წარმოადგენდა. ეს იყო კონცეპტუალური გაგრძელება იმ პრაქტიკის, რომლის ფარგლებშიც ბრენდი ყოველწლიურად წარმოადგენს კოლექციებს იტალიის სხვადასხვა რეგიონში, ღია სივრცეში და არქიტექტურულ თუ კულტურულ გარემოში.

dolce and gabbana-ს მაღალი მოდის ჩვენება დოლჩე და გაბან

სტუმრები განთავსდნენ ვია საკრაზე, იმ გზაზე, სადაც ანტიკურ ხანაში რომის იმპერატორები გადაადგილდებოდნენ. ფორუმის არქიტექტურისა და ნანგრევების ფონზე პოდიუმზე რამდენიმე ათეული მოდელი გამოვიდა. თითოეული მათგანი კოლექციის თემატურ ხაზს მიჰყვებოდა და Dolce & Gabbana-ს მოდის ნარატივში ერთ ეპიზოდს წარმოადგენდა.

Dolce & Gabbana-ს ჩვენება

კოლექცია შთაგონებული იყო ძველი რომის სკულპტურებით, იმპერიული სამოსის სილუეტებითა და ორნამენტული დეტალებით. გამოყენებული იყო ხავერდი და აბრეშუმი. მოდელები ატარებდნენ  მეტალის კორსეტებსა და მოზაიკის სტილში ამოქარგულ კომპოზიციებს.

Dolce & Gabbana მაღალი მოდა ​​​​dolce and ggabana alta moda 2025

ჩვენება შერის ცოცხალი შესრულებით გაიხსნა. სტუმრებს შორის იყვნენ მსახიობი კრისტიან ბეილი ოჯახთან ერთად, მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები, კერძო კოლექციონერები და ბრენდის მუდმივი კლიენტები.

მომღერალი შერ

15 ივლისს წარმოდგენილი იყო მამაკაცის მაღალი მოდის კოლექცია Alta Sartoria, რომელიც პონტე სანტ’ანჯელოზე გაიმართა. ისტორიული ხიდი დროებით პოდიუმად გარდაიქმნა. კოლექციაში გამოყენებული იყო რელიგიური და საეკლესიო სამოსის სტილისტიკა. წარმოდგენილი იყო მკაცრად სტრუქტურირებული კოსტიუმები, კრისტალებით მოჭედილი მანტოები და კომპოზიციურად გამოკვეთილი ტუნიკები.

Dolce & Gabbana მაღალი მოდა

Alta Moda 2025-ის კოლექციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა Dolce & Gabbana-ს მიდგომა, რომლის მიხედვით მოდა უშუალოდ უკავშირდება სივრცესა და მის ისტორიულ კონტექსტს. რომის ფორუმსა და პონტე სანტ’ანჯელოზე გამართული ჩვენებები კოლექციის გაგრძელებად იქცა, სადაც არჩეული ადგილი, არქიტექტურა და ისტორია სინთეზშია მოდასთან.

ზევით