DIOR-ის მოყვანილი გაზაფხული პარიზის ტიუილრის ბაღში

Dior-ის მოდის სახლისთვის დამახასიათებელი ქალურობის მოდერნიზება და ამავდროულად, საკუთარი ხელწერის დამკვიდრება ნებისმიერი კრეატიული დირექტორისთვის უდიდესი გამოწვევაა. ამას ემატება პასუხისმგებლობის შიშიც – მართო ბრენდი, რომელიც იმდენად მასშტაბურია, რომ ყველას გემოვნებას უნდა მოერგოს.

ახალი დიზაინერები ან მაღალი მოდის სახლის მემკვიდრეობის წნეხში იკარგებიან, ან თამამად უდგებიან შემოქმედებას და სიახლის დანერგვასაც ახერხებენ. პარიზის მოდის კვირეულზე კი ჯონათან ანდერსონმა გვაჩვენა, რომ ის მეორე ტიპის დიზაინერია, რომელიც თამამად ენდობა საკუთარ ინსტინქტებს.

Christian Dior, Jonathan Anderson, Dior, ჯონათან ანდერსონ, პარიზის მოდის კვირეული, Dior Ready to wear

მისი სადებიუტო სეზონი მოდის სახლის არქივებში ძიებითა და ქვეტექსტებით იყო დატვირთული, 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში კი ჩრდილოეთ ირლანდიელმა დიზაინერმა განსხვავებული გზა აირჩია. მან უარი თქვა მძიმე ტექსტურებზე და აქცენტი სიმსუბუქეზე გააკეთა.

Christian Dior, Jonathan Anderson, Dior, ჯონათან ანდერსონ, პარიზის მოდის კვირეული, Dior Ready to wear

შოუსთვის ლოკაცია სიმბოლურად შეირჩა ტიუილრის ბაღის ცენტრალური აუზი, სადაც პოდიუმი წყლის ზედაპირზე იყო დაშენებული. დეკორაციამ, ხელოვნური დუმფარებითა და ბაღის მინიატიურული სკამებით, კლოდ მონესა და ჟორჟ სერას ფერწერული ტილოების ასოციაცია შექმნა. თანაც, კლოდ მონეს ცნობილი ნახატები იქვე, ორანჟერეის მუზეუმში ინახება. კოლექციის მთავარ თემად კი დიზაინერმა პარიზული სეირნობის რიტუალი აქცია.

Christian Dior, Jonathan Anderson, Dior, ჯონათან ანდერსონ, პარიზის მოდის კვირეული, Dior Ready to wear Christian Dior, Jonathan Anderson, Dior, ჯონათან ანდერსონ, პარიზის მოდის კვირეული, Dior Ready to wear

ამ სეზონზე ანდერსონი უფრო თავდაჯერებულად მუშაობს Dior-ის მემკვიდრეობასთან. დიზაინერმა შემოგვთავაზა Bar Jacket-ის ახალი ინტერპრეტაცია. ეს საკულტო პიჯაკი ზოგან შიფონის ტალღოვანი დეტალებითა და მძივებით იყო გაწყობილი, ზოგან კი უფრო თავისუფალი, თითქმის Oversize პროპორციები შეიძინა.

Christian Dior, Jonathan Anderson, Dior, ჯონათან ანდერსონ, პარიზის მოდის კვირეული, Dior Ready to wear

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო პუანტილისტური ტექნიკით შესრულებული დიზაინები. ვიხილეთ ე.წ. ტუტუ ქვედაბოლოები ჰაეროვანი შლეიფით. ამ კოლექციაში ანდორსონმა მთლიანად ამოიღო კონსტრუქცია და აქცენტი ჰაეროვნებაზე გააკეთა. დიზაინებში ისტორიული ალუზიებიც იკითხებოდა. მაგალითად, ანდერსონმა კრისტიან დიორის 1949 წლის ცნობილი Junon-ს კაბის ორნამენტები ჯინსების დეტალად აქცია.

Christian Dior, Jonathan Anderson, Dior, ჯონათან ანდერსონ, პარიზის მოდის კვირეული, Dior Ready to wear

ვიხილეთ Belle Époque-ის შთაგონებული მოკლე კაბები, ასევე XVIII საუკუნის ფრაკების ელემენტები. ეს ჩვენება აშკარად მიანიშნებს დიზაინერის სურვილზე, Dior-ის მდიდარი წარსული თანამედროვე, ყოველდღიურ კონტექსტში გადმოიტანოს. ანდერსონმა მოახერხა ისეთი კოლექციის შექმნა, რომელიც ერთდროულად ინარჩუნებს ატელიეს მაღალ სტანდარტებს და ამავდროულად, პრაქტიკული და დინამიკურია. მან იპოვა საკუთარი ხელწერა, რომელიც პარიზულ ფუფუნებას და თანამედროვე კომფორტს აერთიანებს.

Christian Dior, Jonathan Anderson, Dior, ჯონათან ანდერსონ, პარიზის მოდის კვირეული, Dior Ready to wear

ზევით