Dior-ის მოდის სახლმა მაღალი მოდის კოლექცია ვიდეო ფილმის მეშვეობით წარადგინა, სადაც მკითხავებისა და ბედის ნიშნების მიმართ, თავად კრისტიან დიორის განსაკუთრებული დამოკიდებულებაა ასახული. „შენი სახლი რევოლუციას მოახდენს მოდის სფეროში“ - ეს ერთი-ერთი წინასწარმეტყველებაა, რომელიც კრისტიან დიორს უკვე აუხდა და დღეს ჩვენ ამ რეალობის მომსწრენი ვართ.
მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა, მარია გრაცია კიურიმ შესანიშნავი კოლექცია შექმნა, რომელიც ფემინურ და მასკულინურ ქალს ერთდროულად გამოხატავს. ეს ყველაფერი ფილმის რეჟისორმა, მატეო გარონემ, ტაროს იდუმალ და პლურალისტულ სილამაზესთან სინთეზში გადმოსცა.
მატეოს ინტერპრეტაციით ქვესტი, რომელიც მოჯადოებულ სამყაროში ვითარდება, მკაცრ გენდერულ საზღვარებს ცდება, რომლებიც მასკულინურსა და ფემინურს შორისაა გავლებული და სადაც კულტურა მკაცრად მოითხოვს ინდივიდებისგან საკუთარი გენდერისათვის დამახასიათებელი როლების შესრულებას. იტალიელი რეჟისორის მიერ გამოგონილ ჰერალდიკურ მითოლოგიაში, მამაკაცისა და ქალის სინთეზი მოხდა.
მარია გრაცია კიურის 2021 წლის მაღალი მოდის კოლექცია იმის დასტურია, რომ მოდა და ექსპერიმენტები ერთმანეთსგან განუყოფელი კომპონენტებია. და კი, მოდა ხელოვნებაა!
გერგეტის სამება, მყინვარწვერი და შემოდგომის ფერებით შეცვლილი კავკასიონის მთები – ყაზბეგი წლის ამ დროს განსაკუთრებულად ლამაზია. TheDiary-ის უიქენდის არჩევანი Intourist Kazbegi-ა, სასტუმრო სტეფანწმინდაში, რომლის ნომრებიდან და ტერასიდან რეგიონის მთავარი ღირსშესანიშნაობები მოჩანს.