#მოდა

GUCCICORE: დემნას ნიუ-იორკული არქეტიპები ტაიმზ-სკვერზე

გაზიარება:

დემნა გვასალიამ 2027 წლის კრუიზის კოლექცია GucciCore მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ წერტილში – ნიუ-იორკის Times Square-ზე წარადგინა. ბრენდმა საკულტო ქალაქის შუაგულში პოდიუმი მოაწყო, ხოლო გიგანტური ეკრანები, ბილბორდები და ტურისტული ცენტრი შოუს დეკორაციად აქცია.

Gucci Resort 2027, Demna Gvasalia, Gucci Core collection, დემნა გვასალია, გუჩი, გუჩი რეზორტი 2027, ტაიმზ სკვერი, Times Square

ორგანიზების სირთულისა და მასშტაბების გამო, პროექტი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, ამიტომაც სტუმრებმა ზუსტი ლოკაცია ჩვენებამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე შეიტყვეს.

შოუს დაწყებამდე მოედანზე ათეულობით ეკრანზე ერთდროულად ჩაირთო ვიდეორგოლი, სადაც ბუნების, პეიზაჟებისა თუ მზის ჩასვლის კადრებს პერიოდულად Gucci-ს ფიქციური რეკლამები ანაცვლებდა. Gucci Acqua, Gucci Gym, Gucci Pets და Gucci Life – ეს გამოგონილი პროდუქტები დემნას ირონიულ დამოკიდებულებას ასახავდა იმ აგრესიული მარკეტინგის მიმართ, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. 

Gucci Resort 2027, Demna Gvasalia, Gucci Core collection, დემნა გვასალია, გუჩი, გუჩი რეზორტი 2027

დემნა ამ გზით თანამედროვე კომერციული სამყაროს აბსურდულობას უსვამდა ხაზს, სადაც პროდუქტის გაყიდვას ხშირად სილამაზისა და ბუნებრიობის იდეებით შეფუთულ ფორმაში ცდილობენ. ამ იდეის ყველაზე ზუსტი გამოხატულება კი თავად Times Square-ია. 

Gucci Resort 2027, Demna Gvasalia, Gucci Core collection, დემნა გვასალია, გუჩი, გუჩი რეზორტი 2027

თავად კოლექცია კი საკმაოდ პრაქტიკული და რეალისტური გახლავთ. დემნამ ის საბაზისო ნივთები წარადგინა, რომლებიც ბრენდს ბოლო წლებში აკლდა.

დემნას Gucci-ს კოლექციების კონცეფცია სხვადასხვა ქალაქისა და კულტურის არქეტიპების კვლევას ეფუძნება. თუ La Famiglia იტალიურ სტილს მიეძღვნა, ამჯერად ფოკუსში ნიუ-იორკელები მოექცნენ – ადამიანები, რომლებიც ნიუ-იორკის ქუჩებში, ოფისებსა თუ მეტროში ყოველდღიურად დაიარებიან.

Gucci Resort 2027, Demna Gvasalia, Gucci Core collection, დემნა გვასალია, გუჩი, გუჩი რეზორტი 2027 Gucci Resort 2027, Demna Gvasalia, Gucci Core collection, დემნა გვასალია, გუჩი, გუჩი რეზორტი 2027

ვიხილეთ მკაცრი ჭრები, კლასიკური ზოლიანი კოსტიუმები თუ თავისუფალი სილუეტები. კოლექციის ნაწილი იყო მოკლე ტყავის ქურთუკები, ქვედაბოლოები და ბეწვის ელემენტები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ლუქი თეატრალური და არაპრაქტიკული იყო, კოლექციის ძირითადი ნაწილი ექსტრავაგანტურობისა და ყოველდღიურობის ბალანსს ინარჩუნებდა.

Gucci Resort 2027, Demna Gvasalia, Gucci Core collection, დემნა გვასალია, გუჩი, გუჩი რეზორტი 2027 Gucci Resort 2027, Demna Gvasalia, Gucci Core collection, დემნა გვასალია, გუჩი, გუჩი რეზორტი 2027, ალექს კონსანი

შოუს კონცეფციის საუკეთესოდ წარმოჩენაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კასტინგმა. დემნას სურდა, პოდიუმზე რეალური ნიუ-იორკი გამოეყვანა, რის გამოც მოდელების გარდა, შოუში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების, მუსიკის, სპორტისა და პოპკულტურის წარმომადგენლებმა.

Gucci Resort 2027, Demna Gvasalia, Gucci Core collection, დემნა გვასალია, გუჩი, გუჩი რეზორტი 2027, ტომ ბრეიდი

სპორტსმენი ტომ ბრედი შავ ტყავის ლუქში გამოეწყო, სინდი კროუფორდმა კი ჩვენება შავი ბუმბულებიანი კაბით დახურა. პოდიუმზე ასევე ვიხილეთ პერის ჰილტონი, ალექს კონსანი, ემილი რატაკოვსკი და ქენდის სვეინპოლი.

Gucci Resort 2027, Demna Gvasalia, Gucci Core collection, დემნა გვასალია, გუჩი, გუჩი რეზორტი 2027 Gucci Resort 2027, Demna Gvasalia, Gucci Core collection, დემნა გვასალია, გუჩი, გუჩი რეზორტი 2027

ამ ყველაფრის პარალელურად, ტაიმზ-სკვერი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა ცხოვრებას, ისმოდა სირენები, მოძრაობდა ტრანსპორტი და ირეოდნენ ტურისტები. სწორედ ეს ურბანული ქაოსი იქცა შოუს მთავარ ღერძად.

Gucci Resort 2027, Demna Gvasalia, Gucci Core collection, დემნა გვასალია, გუჩი, გუჩი რეზორტი 2027 Gucci Resort 2027, Demna Gvasalia, Gucci Core collection, დემნა გვასალია, გუჩი, გუჩი რეზორტი 2027, პერის ჰილტონი

ჩვენებაზე ვიხილეთ ლიმიტირებული კაფსულა კოლექცია Gucci NY, რომელიც ნიუ-იორკით შთაგონებულ ჩანთებს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს აერთიანებს. შოუს დასრულებისთანავე ეს ხაზი ხელმისაწვდომი გახდა ქალაქის ბუტიკებსა და ბრენდის ონლაინ პლატფორმაზე.

Gucci Resort 2027, Demna Gvasalia, Gucci Core collection, დემნა გვასალია, გუჩი, გუჩი რეზორტი 2027, სიდნი კროუფორდი

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ დემნა გვასალია Kering-ში კონკრეტული მისიითაა მისული – გაზარდოს ბრენდის გაყიდვები და შემოსავალი. ამიტომაც, ეს კოლექცია კომპანიისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. დემნამ ის კომერციული გათვლები, რომელიც Balenciaga-ში გამოიყენა, ახლა Gucci-ში უნდა გაიმეოროს. გვასალიას ესმის, თუ როგორ გახადოს კონცეპტუალური იდეები გაყიდვად პროდუქტებად. ეს უკანასკნელი კი სწორედ კრუიზის კოლექციამ დაამტკიცა.

Gucci Resort 2027, Demna Gvasalia, Gucci Core collection, დემნა გვასალია, გუჩი, გუჩი რეზორტი 2027

შოუ მასშტაბური სანახაობა იყო, რითაც დემნამ Gucci-სთვის შექმნა ახალი, სტაბილური ვიზუალური ენა, რომელიც ერთდროულად ბრენდის იდენტობასაც ინარჩუნებს, დიდი ალბათობით კომერციულად გაამართლებს და Gucci-ს ყოველდღიურობაში დააბრუნებს.

ზევით