ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
ქალის ცხოვრება მუდმივი ცვალებადობაა, სადაც ახალი როლები, მიზნები თუ პრიორიტეტები ერთმანეთს ენაცვლება. თუმცა, ერთი რამ, რაც უცვლელი რჩება შინაგანი ჰარმონიის საჭიროებაა, რადგან ეს ის მდგომარეობა, რომელიც ქალს განსაკუთრებულ თავდაჯერებულობას და ბედნიერებას ანიჭებს.

ბედნიერება კი სულაც არ არის აუცილებელი გრანდიოზულ მოვლენებს უკავშირდებოდეს – განწყობას ხშირად ის პატარა დეტალები ქმნის, რომლებიც ქალის ინდივიდუალიზმსა და განწყობას უსვამს ხაზს.
უნდა იმუშაო შენს თავზე, რომ პატარა იმპულსებით, რაც ყოველდღე ხდება ჩვენს ცხოვრებაში, მიიღო დიდი ბედნიერება, – ლიკუნა ქორქია.

ტელეწამყვანი ლიკუნა ქორქია ასეთი, თანამედროვე ქალის საუკეთესო მაგალითია. ლიკუნას ცხოვრებაში შესაძლოა იცვლება სურვილები, მიზნები და სტილი, თუმცა სამკაული რჩება იმ აქსესუარად, რომელიც ნებისმიერ ეტაპზე თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.
ნებისმიერი განწყობის შესაბამის სამკაულს კი ლიკუნა „დელფოსის“ კოლექციებში პოულობს. ის წლებია, რაც ქართული საიუველირო ბრენდის სახეა, ხოლო დღეს, TheDiary-ს ახალი ედიტორიალის მთავარ გმირად გვევლინება.

მთავარია, არ შეაჩერო ზრდის და პიროვნული განვითარების პროცესი. აუცილებლად უნდა ისწრაფოდე იმისკენ რომ მიაღწიო ისეთ მდგომარეობას, როცა მიხვდები რომ საკუთარ თავთან აბსოლუტურ ჰარმონიაში ხარ, – ლიკუნა.

ლიკუნას სტილში შინაგანი წონასწორობა იკვეთება. მას სჯერა, რომ სწორად შერჩეული აქსესუარი სამოსს განსაკუთრებულ შარმს მატებს.
თუ გაქვს იმის ხალისი, რომ სამოსს შესაფერისი სამკაული შეურჩიო, მაშინ სხვანაირად ანათებ, – ლიკუნა.
ამ გამორჩეული სინათლისა და შარმის აღმოჩენაში კი „დელფოსის“ მულტიბრენდული კოლექციები გვეხმარება. 2008 წლიდან ბრენდი მომხმარებლის ნდობით სარგებლობს და თბილისსა თუ ბათუმში წარმოდგენილი 6 ფილიალით სამკაულების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს საზოგადოებას. ბრენდებს შორისაა Roberto Bravo 935 Silver, Venezia Classica, Arezzo Oro Italiano, Bikkembergs, Parker თუ Corte Murrina.

ბრენდის მრავალფეროვნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი საერთაშორისო კავშირებია. „დელფოსი“ დაარსების დღიდან თანამშრომლობს იტალიის საიუველირო საგამოფენო ჯგუფთან (Italian Exhibition Group) და წელიწადში ორჯერ სტუმრობს Vicenzaoro-ს შოუს.
ასე რომ, ლიკუნას მსგავსად, „დელფოსში“ ყველა ქალი იპოვის იმ ნივთს, რომელიც მისი ცხოვრებისა და ძვირფასი მოგონებების ნაწილი გახდება.