ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ევროპული პრემიუმ პროდუქტების ონლაინ მაღაზიამ Confeta ახალი კოლექციის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება TheDiary Concept House-ის სივრცეში ჩატარდა და მისი მთავარი აქცენტი შვეიცარიული შოკოლადის ბრენდის, Lindt-ის საგაზაფხულო სიახლეები იყო.

TheDiary Concept House-ის გარემო ამ დღეს ტიტებით იყო გაფორმებული, სტუმრებს შორის კი იყვნენ ინფლუენსერები შვილებთან ერთად.

ღონისძიების ცენტრალურ ნაწილს Lindt-ის შოკოლადების დეგუსტაცია წარმოადგენდა. Confeta-მ სტუმრებს ბრენდის ის საგაზაფხულო ასორტიმენტი გააცნო, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია მათ ონლაინ პლატფორმაზე. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, პირველებს გაესინჯათ სპეციალურად ამ სეზონისთვის შექმნილი ტკბილეული. შოკოლადებთან ერთად, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო Dallmayr-ის ყავა.

Lindt-ი პრემიუმ კლასის შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 1845 წელს დაარსდა და მსოფლიოში მაღალი ხარისხის შოკოლადითაა ცნობილი. ბრენდი სხვა ტკბილეულთან ერთად, გამორჩეულია თავისი შოკოლადის ტრიუფელებითა და ფილებით.

ბრენდის ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმბოლო არსებობს. მაგალითად, Lindor-ის ხაზი, რომელიც Lindt-მა 1949 წელს შოკოლადის ფილის, 1967 წელს კი ბურთულების სახით წარადგინა; ყველასთვის ნაცნობი Gold Bunny, რომელიც ყოველი აღდგომის დღესასწაულს გვიხალისებს. შობის სეზონზე კი კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ფორმის ფიგურებს, მათ შორის შოკოლადის ირემს, სანტას, დათვებს, ზარებსა და საახალწლო ორნამენტებს.
TheDiary Concept House-ში კონფეტას ოქროფერი დათვების კოლექცია ჰქონდა წარმოდგენილი.