#მოდა

DIALECTIQA – თანამედროვე ქალისთვის შექმნილი მინიმალიზმი

გაზიარება:

Dialectiqa-ს კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე ქალის მრავალფეროვან და მუდმივად მოძრაობაში მყოფ ბუნებას. ბრენდი მინიმალიზმს სთავაზობს როგორც საწყისს არა იმისთვის, რომ ქალი შეზღუდოს, არამედ რომ მის ცხოვრებაში ცვლილების სივრცე შექმნას. აქ მინიმალიზმი თავისუფლების ისეთი ფორმაა, სადაც თითოეული ქალი თავად განსაზღვრავს, ამ კონკრეტულ მომენტში რა არის მისთვის მნიშვნელოვანი.

Grey Blouse, Dialectiqa, Clothing Brand, ნაცრისფერი ბლუზა Grey Blouse, Dialectiqa, Clothing Brand, ნაცრისფერი ბლუზა

Dialectiqa შთაგონებას არქიტექტურული ფორმებიდან და ფილოსოფიური კონცეფციებიდან იღებს. ბრენდს სურს სილამაზის აღქმა შეცვალოს და გვაჩვენოს, რომ ელეგანტურობა იკვეთება ზედმეტი დეტალების გარეშე, სადაც ხაზები, ტექსტურები და სილუეტი ჰარმონიაშია მოძრაობასთან.

Fall Blazer, Dialectiqa, Clothing Brand, შავი კოსტიუმი, შავი პიჯაკი Fall Blazer, Dialectiqa, Clothing Brand, შავი კოსტიუმი, შავი პიჯაკი

ქალს, რომელიც Dialectiqa-ს ატარებს, არ ეშინია ცვლილებების. ის მრავალ როლს ირგებს და მრავალფეროვანი, ჰარმონიული ცხოვრებისკენ ისწრაფვის.

Grey Scarf, Dialectiqa, Clothing Brand, ნაცრისფერი შარფი

Dialectiqa-ს ფილოსოფიის გულში დგას „Both-and“ პრინციპი, სადაც სიმარტივე თანაარსებობს ექსპრესიულობასთან; სტაბილურობა - ცვლილებასთან.

Dialectiqa-ს საბაზისო სამოსი ფუნქციონირებს როგორც საყრდენი წერტილი, რომელიც ლუქს საწყისს უქმნის და სივრცეს ტოვებს ცვლილებებისთვის, აქცენტებისა და ექსპერიმენტებისთვის.

Grey Sweater, Dialectiqa, Clothing Brand, ნაცრისფერი სვიტერი

ამ ხედვას საუკეთესოდ გადმოსცემს უახლესი კოლექცია FALL INTO, რომელიც შექმნილია სკულპტურული სილუეტებით, ასიმეტრიითა და ტექსტურებით.

Dialectiqa, Clothing Brand

კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული ლუქი კი არის Trench-Transformer. ეს არის კლასიკური ტრენჩისა და ქურთუკის ჰიბრიდი. გრძელი ტრენჩი მარტივად გარდაიქმნება ჟილეტად ან თანამედროვე ბომბერის ფორმის ქურთუკად. ამ სამმხრივ ტრანსფორმაციაში კი იბადება გარდერობის ის ნივთი, რომელიც ნებისმიერ განწყობასა თუ ცხოვრების რიტმს ერგება.

Suit Trench, trench coat, Dialectiqa, Clothing Brand, თრენჩ ქოუთი, შავი თრენჩ ქოუთი Suit Trench, trench coat, Dialectiqa, Clothing Brand, თრენჩ ქოუთი, შავი თრენჩ ქოუთი

Dialectiqa-ს დახმარებით ყოველ დილით გარდერობში პატარა სამყაროს აღმოაჩენთ, რომელიც თქვენთან ერთად იცვლება და ვითარდება. სტილი ამ ბრენდისთვის არ ნიშნავს სხვისი წესებისა და ტრენდების მიყოლას, არამედ პირადი ისტორიის შექმნას, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ახლიდან იწერება.

ზევით