ფრანგული მოდის სახლის კოლექციის ონლაინ ჩვენება ლინდა რონსტადის ემოცური სიმღერის Be My Baby თანხლებით დაიწყო. მარიონ კოტიარმა, პენელოპა კრუსმა, დედა-შვილმა ლილი-როუს დეპმა და ვანესა პარადიმ, შარლოტა კაზირაგიმ და Chanel-ის სხვა ამბასადორებმა, რომლებსაც ჩვენებამდე Covid-19-ის ტესტი ჩაუტარდათ, საკუთარი ადგილები დაიკავეს და აქ კი, გაზაფხულის ნამდვილი ზეიმი დაიწყო, რომელიც აპრილის თვეში ლამაზ ბაღში გამართულ ქორწილს გავდა.
ვიცოდი, რომ დიდი შოუს გაკეთების შესაძლებლობა არ გვექნებოდა. შესაბამისად პატარა ოჯახური ზეიმი გავმართეთ ქორწილის იმიტაციით, - Chanel-ის კრეატიული დირექტორი ვირჯინია ვიარდი
Delfos-ის საზაფხულო კამპანია ამჯერად ცნობილ იტალიურ ბრენდს - Boccadamo-ს ეძღვნება, რომლის სახეც ლიკა ქორქიაა. ბრენდის კოლექციების მთავარი ხიბლიც მის მრავალფეროვნებასა და უნივერსალურობაშია.
ლუპიტა ნიონგომ ლოს-ანჯელესის სახლი Crate & Barrel-ის დიზაინის გუნდთან ერთად განაახლა. ინტერიერში მთავარი ადგილი ბუნებრივ ხედებსა და მყუდრო გარემოს ეთმობა.