90-იანი წლების ესთეტიკა 2026 წლის გაზაფხულის ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად დაბრუნდა. მოდაში კვლავ აქტუალურია მინიმალისტური მიდი კაბები, მცირე ზომის შავი ჩანთები და სადა სილუეტები. ამ სტილის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის სერიალი „Love Story“, სადაც სარა პიჯონი ქეროლინ ბესეტ-კენედის განასახიერებს. ბესეტ-კენედის სტილი კი 90-იანი წლების ლაკონურ და ელეგანტურ ესთეტიკას ზუსტად ასახავს.

თუმცა 90-იანებიდან დაბრუნებული მოდა მხოლოდ კაბებითა და აქსესუარებით არ შემოიფარგლება. ამ სეზონზე დღის წესრიგშია კაპრი შარვალიც. ის Khaite-ის, Jacquemus-ისა და Colleen Allen-ის ჩვენებებზე ვიხილეთ, რაც შემდეგ ქუჩის სტილში სწრაფად დამკვიდრდა.

კაპრი შარვლის დაბრუნება შემთხვევითი არ არის. კლასიკური შავი მოდელი მარტივად შეიძლება შევუხამოთ მინიმალისტურ მაისურს, დაბალქუსლიან ფეხსაცმელსა და სადა აქსესუარებს. ჯინსის კაპრი უფრო ყოველდღიური არჩევანია და კარგად გამოიყურება მაისურთან, Mary Jane ფეხსაცმელთან ან ქუსლიან ფლიპ-ფლოპებთან, რომელიც ასევე ამ სეზონის ცხელი ტრენდია. უფრო დახვეწილი კომბინაციისთვის კაპრი შეიძლება შავ კოსტიუმთან და კლასიკურ პერანგთან ჩაიცვათ.
TheDiary-ის რჩეული კაპრი შარვლები:
Victoria Beckham-ის კაპრი შარვალი, რომელიც ტოტებზე ღილებით იკვრება და წელზე ვერცხლისფერი ლოგოს დეტალი აქვს.
Zara-ს დაბალწელიანი ჯინსის კაპრი, წინა მხარეს აქვს ჯიბეები და დამალული ელვა.
არაფერი ისე არ უხდება კაპრის როგორც ქუსლიანი ფლიპ-ფლოპები.
Mango-ს თეთრი ჯინსის კაპრი კლასიკური დიზაინით.
Mugler-ის Pierced კაპრი შარვალი, მეტალის რგოლის დეტალით.
ტრენდულ კაპრის შეგიძლიათ შეუხამოთ ასევე ტრენდული ფლიპ-ფლოპ სანდალები.