ნიშური პარფიუმერიის გერმანულმა სახლმა ბროწეულისფერს ახალი განზომილება შესძინა და სუნამოების მოყვარულებს სერგო ფარაჯანოვის კინემატოგრაფიული შედევრის, ,,ბროწეულის ფერის“, ინსპირაციით შექმნილ სურნელს სთავაზობს.
Moth and Rabbit 2016 წელს, Elke Filpes-მა და Christian Choi-მ ბერლინში დააარსეს. ბრენდის ტექნოლოგია გერმანული დახვეწილობისა და ფრანგული ელეგანტურობის ნაზავს წარმოადგენს. კომპანიის ფილოსოფია კი უნიკალური სუნამოს შექმნას, ინდუსტრიაში დადგენილი საზღვრების გარღვევასა და სტერეოტიპების დამსხვრევას წარმოადგენს.
ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ყნოსვით აღიდგენენ წარსულის მოვლენებს. Moth and Rabbit-ის ფილოსოფიაც ასეთია - ბრენდს სურს, რომ სუნამომ ხალხში მათი საყვარელი ხელოვანის ფილმის ნახვისას განცდილი შთაბეჭდილებები აღადგინოს და არომატის ყოველი შეგრძნებისას იმ დროს განცდილი ემოცია განაახლოს.
,,ბროწეულის ფერი“ მთლიანად ფარაჯანოვის ამავე სახელწოდების ფილმის მოტივებზე შეიქმნა.
სუნამოს მთავარი ნოტებია ბროწეული, მოცხარი და ციტრუსი. მთლიანობაში არომატული პროდუქტი აღმოსავლური სურნელებით გამოირჩევა. სურნელის შექმნასა და ფორმირებაზე, 25 წლიანი გამოცდილების მქონე ბრიტანელმა პარფიუმერმა, მარკ ბაქსტონმა იზრუნა.
ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით შექმნილი ფილმი სომხური და სპარსული კულტურის მოტივების ნაზავია. სოციალური რეალიზმის ჟანრის ეს ქმნილება დღემდე არაერთი ხელოვანის შთაგონების წყარო გამხდარა, თუმცა ფილმის სურნელის გაცოცხლების მცდელობა აქამდე არ ყოფილა. ფარაჯანოვის შემოქმედების სრულიად ახალ განზომილებაში გადატანის იდეა ცალსახად ინოვაციურია და პარფიუმერიის თაყვანისმცემლებთან ერთად, არც კინემატოგრაფიის მოყვარულებს დატოვებს გულგრილს.
როცა დღეები ღამეზე გრძელია და ქალაქის პარკები მზის მოყვარულებით ივსება, ჰარი სტაილზიც „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.
ენტონი ვაკარელო Saint Laurent-ის მემკვიდრეობას აგრძელებს, თუმცა თანამედროვე შტრიხებით. მატილდა გვარლიანი კამპანიის მთავარი გმირია – ბუნებრივად ირგებს ამ თავშეკავებულ ამბოხს.
Louis Vuitton-ის 2026 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება ავინიონში, პაპთა სასახლეში გაიმართა. პირველ რიგებში გამოჩნდნენ ბრიჯიტ მაკრონი, კატრინ დენევი და ქეით ბლანშეტი. ჩვენებაზე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც ვიხილეთ.