ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.

„ჯანმრთელობა ადამიანის ერთი-ერთი დიდი განძია, და მასზე ზრუნვა ყოველთვის იყო ჩემი პროპრიტეტი“
ბრაზილიელი ტოპ მოდელის ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი მოტივაციაა მათთვის ვინც ვარჯიშის დაწყებას ყოველ ორშაბათს გეგმავს. იზაბელ გულარი იდეალური სხეულის პატრონია, ამისთვის კი სუპერ მოდელი აქტიურად ვარჯიშობს, იკვებება ჯანსაღად და დეტოქს კოქტეილებსაც მიირთმევს, რომელსაც თავადვე ამზადებს.

“ჩემი დილა არ იწყება იმაზე ფიქრით რომ კარგად უნდა გამოვიყურებოდე, უბრალოდ მინდა ვიყო ბედნიერი და ჩემს ირგვლივ მყოფებიც ბედნიერი გავხადო”.
პილატესი, კიკბოქსინგი, სირბილი, კარდიო, ეს სპორტის სახეობის ის მცირე ჩამონათვალია, რითაც მოდელი კავდება. მის ინსტაგრამ გვერდზე ნახავთ ლახტით ვარჯიშის ვიდეოებს, იზაბელი ხშირად ირჩევს სუფთა ჰაერზე ვარჯიშს, რაც საკმაოდ სასიამოვნო უნდა იყოს. რაც შეეხება კვებას, მოდელი ცდილობს დაიცვას უგლუტენო დიეტა, თუმცა უყვარს პური, რომელსაც ხშირად თავადვე აცხობს. მისი კვების ძირითადი შემადგენელი ნაწილია ცილები, ნახშირწყლები და ბოსტნეული. „როდესაც რესტორანში ვარ, ვცდილობ, მენიუში ყველაზე ჯანსაღი ავირჩიო“. როგორც მოდელი ამბობს, ჯანსაღი ცხოვრების წესი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.