ნიდერლანდური სამკაულის ბრენდი, Blush Lab Diamonds-ი ახალ კოლექციას გვთავაზობს, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები, ლაბორატორიაში შექმნილი ბრილიანტები ბრწყინავენ. კოლექცია TI’ME-ის მაღაზიათა ქსელსა და ონლაინ პლატფორმაზეა წარმოდგენილი.
ბრილიანტები ბუნებრივი პროცესის ანალოგიით, ლაბორატორიაში, მაღალი წნევისა და ტემპერატურის გარემოში იქმნება. ამ მეთოდით კი, ქიმიურად, ფიზიკურად, თუ ოპტიკურად ბუნებრივი ბრილიანტის იდენტურ ქვას ამზადებენ.
ლაბორატორიულ ბრილიანტებს ზუსტად ისეთივე სიმტკიცე, მოხმარების მიმართ გამძლეობა, ბრწყინვალება და გამჭვირვალობა გამოარჩევს, როგორიც ბრილიანტზე ფიქრისას წარმოგვიდგენია ხოლმე. მსგავსი ქვა ყველა შესაბამისი ინსტიტუტის მიერ, ნამდვილ ბრილიანტადაა აღიარებული.
და მაინც, რით არის განსაკუთრებული ლაბორატორიული ბრილიანტები?
ალბათ იცით, რომ ბრილიანტის მოპოვება არც ისე მარტივი საქმეა. ეს პროცესი უამრავი რესურსის ხარჯვასთან, მათ შორის ინტენსიურ ადამიანურ შრომასთანაა დაკავშირებული. ამ უახლესი ტექნოლოგიით კი, იდენტური ძვირფასი ქვის მიღება გაცილებით ეთიკურად, ენერგოეფექტურად და მარტივადაა შესაძლებელი.
მიწის წიაღებში მოპოვებულსა და ლაბორატორიაში შექმნილი ქვების ერთმანეთისგან განსხვავება შეუიარაღებელი თვალით და მიკროსკოპულადაც კი, შეუძლებელია.
ამასთანავე, Blush Lab Diamonds-ის კოლექცია ბუნებრივი ბრილიანტის სამკაულებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომია. ამას ის უწყობს ხელს, რომ წარმოების პროცესი გამარტივებულია, შედეგად, უფრო დიდი და დახვეწილი სამკაულის შექმნა უფრო დაბალ ფასადაა შესაძლებელი.
კოლექციიდან თუ რომელიმე სამკაულს შეიძენთ, აღმოაჩენთ, რომ თითოეულ ქვას ხარისხის გარანტორი სერტიფიკატი მოჰყვება. Blush Lab Diamonds-ი მინიმალური G-SI სტანდარტის გამოყენებით, ბრილიანტების უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს. ბრილიანტები ხელით არის მოჭრილი და სრულყოფილად, ბრწყინვალებამდე გაპრიალებულია. თანაც, ყველა ქვა ერთადერთი და განუმეორებელია, ამიტომაც Blush-ის კოლექციის ყოველი სამკაულიც უნიკალური გახლავთ.
Blush-ის სამკაულებში, გარდა იმისა, რომ ლაბორატორიული ბრილიანტებია გამოყენებული, სერტიფიცირებულ, 100%-ით გადამუშავებულ 14 კარატიან ოქროსაც შეხვდებით. ეს ბრენდის მდგრადობასა და ეთიკური წარმოების ფილოსოფიას კიდევ უფრო ცალსახას ხდის.
Blush Lab Diamonds-ი ფუფუნების, მდგრადობისა და ხელმისაწვდომობის კომბინაციას გთავაზობს, რაც მომხმარებელს ეთიკური ნორმების გათვალისწინებით დამუშავებული, დახვეწილი სამკაულებით ანებივრებს.
ასე რომ, ბლაში საოცნებო ნაზავს ქმნის. ფუფუნება, მდგრადობა, ხელმისაწვდომობა და სილამაზე - ეს ის მახასიათებლებია, რაც ნიდერლანდური ბრენდის სამკაულებს გამოარჩევს. ახალი კოლექცია კი, ინოვაციისა და ტრადიციის მიქსია, სადაც სამკაულის უკვდავი დიზაინის შესაქმნელად თანამედროვე ტექნოლოგია გამოიყენება.
ბლაშის უნიკალური ბრილიანტების კოლექციის აღმოჩენა კი TI’ME GEORGIA-ში შეგიძლიათ.
დღეს, ჩვენი რედაქცია შემოდგომის ლუქების შთაგონებას გთავაზობთ. ტემპერატურის დაცემასთან ერთად, დროა, გარდამავალი სეზონის ლუქებზე ფიქრიც დავიწყოთ. სეზონის სტილის განუყოფელი ნაწილი კი კაბისა და ჩექმების მარტივი და ელეგანტური კომბინაციაა.
მოდის ისტორიაში არმანის სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის იმ დიზაინერთა შორისაა, რომლებმაც ეპოქის მიმართულება შეცვალეს. ჯორჯო არმანიმ მამაკაცის კოსტუმს ახალი სახე მისცა, ქალთა მოდაში კი თავდაჯერებული და ელეგანტური სტილი დაამკვიდრა. არმანის სახელი სამუდამოდ უკვდავყოფილია როგორც მოდის, ისე კულტურის ისტორიაში.
ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის სარედაქციო კონტენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ვინტური მოდის ყველაზე გავლენიან ჟურნალს არ ტოვებს, თუმცა ამერიკული გამოცემის საქმიანობას ამიერიდან 39 წლის ქლოე მალი გაუძღვება.