ვენეციის კინოფესტივალი 2026: წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქები vol.2
პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი, პამელა ანდერსონი, სიდნი სუინი, პატრიკ შვარცენეგერი და სხვა ვარსკვლავები – ვენეციის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის ლუქები, Vol. 2
Blumarine-ის 2026 წლის Pre-Fall კოლექცია, რომელიც David Koma-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შეიქმნა, მოდის სახლის განვითარების ახალ ეტაპს ასახავს. 2024 წლიდან დიზაინერი ეტაპობრივად ცვლის Blumarine-ის ვიზუალურ ენას. ამ სეზონზე კი დავით კომახიძის ინსპირაციად ვენეცია იქცა.

კომას ინსპირაცია დაისის ვენეციაა. იგი ქალაქის მასკარადის ტრადიციასა და ჰედონისტურ სანახაობრივ კულტურას იყენებს ისეთი სამოსის შესაქმნელად, სადაც მაცდურობა და კონტროლი თანაარსებობენ.
![]() |
![]() |
კოლექციაში ფერების პალიტრა მკაფიოდ არის განსაზღვრული. მეწამული წითელი, შავი და ღია ლურჯი ფერისა და ლავანდის აქცენტები კოლექციაში სინათლისა და სიბნელის კონტრასტს ქმნის. ქსოვილებიც შესაბამისად არის შერჩეული – ნაზისა და სტრუქტურულის შესახმებით.

აქსესუარები და დეტალები კოლექციის თემას აგრძელებენ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ხაზს უსვამს სიმკაცრესა და მაცდურობას. მეტალის სამკაულები ნიღბის, ლომისა და ხიდის ფორმებით ვენეციური სიმბოლიკის გაგრძელებაა. ნიღბის ფორმის სათვალეები და პეპლის მოტივები მასკარადის ტრადიციას და Blumarine-ის დამახასიათებელ ნიშნებს უკავშირდება.
![]() |
![]() |