შავი მანიკურის COMEBACK

ბოლო რამდენიმე სეზონია მანიკიურის ტრენდებში ბაცი ფერები დომინირებს: რძისფერი, ღია ვარდისფერი და ჩალისფერი. ახალ სეზონზე კი შავი მანიკიური ბრუნდება და ის უკვე არაერთი ცნობილი ადამიანის წითელი ხალიჩის ლუქის ნაწილად ვიხილეთ.

zendaya black nail polish

შავი მანიკიური მოდიდან არც არასდროს გასულა, თუმცა სხვადასხვა პერიოდში ის გოთიკურ ესთეტიკასთან, გრანჟთან და 2000-იანი წლების დასაწყისის სტილთან ასოცირდებოდა.

შავი მანიკიურის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ თითქმის ყველაფერს უხდება. ჯინსი, კლასიკური პიჯაკი, თეთრი პერანგი, საღამოს კაბა თუ ოქროსფერი სამკაული მასთან სრულიად ბუნებრივად გამოიყურება.

black nails

ლაქის შერჩევისას კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ხარისხი და ფორმულა, რადგან შავი ფერი არათანაბარ დაფარვასა და მცირე ხარვეზებსაც კი მარტივად აჩენს.

რედაქტორის არჩევანი:

ტოპ არჩევანი Chanel-ის შავი ლაქია.

chanel

Chanel 

„ოქროს გლობუსის“ 84-ე დაჯილდოებაზე სელენა გომესმაც არჩევანი CHANEL-ის ამ შავ ლაქზე გააკეთა.

Selena Gomez Velvet Noir Nails Spotlight One of Chanel's Most Underrated Nail Colors Selena Gomez wore a "velvet noir" manicure to the 84th annual Golden Globes.

რედაქტორის არჩევანია YSL-ის შავი ლაქიც, რომელსაც კარგი ფორმულა და დაფარვა აქვს და რაც მთავარია, რამდენიმე გამოყენების შემდეგაც სტრუქტურას არ იცვლის.

ysl nail polish

YSL

დუა ლიპა შავ მანიკიურს ხშირად ირჩევს როგორც წითელ ხალიჩაზე, ისე სცენაზე.

dua lipa black dress balck nail polish

ადგილობრივ ბაზარზე შავი ლაქის დიდი არჩევანი არ გვაქვს, თუმცა არსებულებიდან რედაქტორის ფავორიტი OPI-ია. მისი შეძენა როგორც „ქალთა ბედნიერებაში“, ისე ონლაინ მაღაზიებშიც შეგიძლიათ.

black opi nails

Opi 

ზევით