ზაფხულის ცხელმა დღეებმა თავი უკვე შეგვახსენა. ამ სეზონის ხიბლი ხომ დასვენება, გართობა და სანაპიროზე ნებივრობაა. თუმცა, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ზაფხულობით საუკეთესო ფესტივალები და კონცერტებიც იმართება ხოლმე. წელიწადის ამ დროს, ასე მოუთმენლად ამიტომაც ველით. არც 2024 წლის ზაფხული არის გამონაკლისი.
7 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, ცნობილი ამერიკული ბენდი დაუკრავს. ცოტა ადამიანი თუ გვეგულება, რომელსაც Black Eyed Peas-ის სიმღერებზე არ უმღერია, უცეკვია და სასიამოვნო დრო არ გაუტარებია. ჰოდა, სულ მალე, შესაძლებლობა გვაქვს, საკულტო სიმღერების ცოცხალ შესრულებას კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ.
ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის, რეპისა და R&B-ის ბენდი პოპულარული თავისი პირველი ჰიტით, Where is the Love გახდა. ჯერ კიდევ 2003 წელს, ეს სიმღერა მსოფლიოს ყველა კუთხეში ისმოდა. "Where is the Love" 13 ქვეყნის ყველაზე მოსმენადი სინგლების სიაში იყო. 2009 წელს კი, Black Eyed Peas იმ 11 არტისტს შორის მოხვდა, რომლებსაც Billboard Hot 100-ის ისტორიაში, სიის პირველი და მეორე ადგილი ერთდროულად დაიკავეს. ეს გამორჩეული ორი სიმღერა კი "Boom Boom Pow" და "I Gotta Feeling" გახლდათ. ბენდის კარიერაში გრემის უამრავი ნომინაცია და ჯილდო იწერება. მათ გრემი ისეთ კატეგორიებში აქვს აღებული როგორებიცაა: საუკეთესო რეპ შესრულება, საუკეთესო რეპ სიმღერა და საუკეთესო პოპ შესრულება. Black Eyed Peas-მა ამერიკის სპორტული სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, Super Bowl-ის ჩემპიონატზეც იმღერა.
ეს ის ბენდია, რომელიც მსმენელს ერთ-ერთ საუკეთესო პერფორმანსს სთავაზობს. ჯგუფის თითოეული წევრი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ მათი საერთო შესრულება საბოლოოდ, გასაოცარი გამოდის. ამას ისიც მოწმობს, რომ მათ, 2000-იან წლებში გამოჩენის შემდეგ, ხალხის სიყვარული დღემდე არ დაუკარგავთ.
2024-2025 წლებში მსოფლიოს 7 ქვეყანაში, ბენდის 16 კონცერტია დაგეგმილი. Black Eyed Peas-ი თბილისში ზაფხულის ტურნეს ფარგლებში ჩამოვა. წინ ნოსტალგიური, მხიარული და ენერგიული საღამო გველოდება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. ასე რომ, Let's Get it started და ვიჩქაროთ, რადგან ამ გრანდიოზულ ღონისძიებაზე მოხვედრა ყველა ჩვენგანს უნდა.
დღეს, ჩვენი რედაქცია შემოდგომის ლუქების შთაგონებას გთავაზობთ. ტემპერატურის დაცემასთან ერთად, დროა, გარდამავალი სეზონის ლუქებზე ფიქრიც დავიწყოთ. სეზონის სტილის განუყოფელი ნაწილი კი კაბისა და ჩექმების მარტივი და ელეგანტური კომბინაციაა.
მოდის ისტორიაში არმანის სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის იმ დიზაინერთა შორისაა, რომლებმაც ეპოქის მიმართულება შეცვალეს. ჯორჯო არმანიმ მამაკაცის კოსტუმს ახალი სახე მისცა, ქალთა მოდაში კი თავდაჯერებული და ელეგანტური სტილი დაამკვიდრა. არმანის სახელი სამუდამოდ უკვდავყოფილია როგორც მოდის, ისე კულტურის ისტორიაში.
ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის სარედაქციო კონტენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ვინტური მოდის ყველაზე გავლენიან ჟურნალს არ ტოვებს, თუმცა ამერიკული გამოცემის საქმიანობას ამიერიდან 39 წლის ქლოე მალი გაუძღვება.