Balenciaga-ს 2025 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენება შანხაის ხელოვნების მუზეუმში წვიმიანი ცის ქვეშ გაიმართა. წვიმამ თითქოს ბრენდს ის სკანდალი ჩამორეცხა, რომელშიც ესპანური მოდის სახლი 2022 და 2023 წლებში გაეხვა. ორივე სკანდალი ბავშვებთან დაკავშირებულ თემას ეხებოდა.
წვიმას ესპანური მოდის სახლი მომზადებული დახვდა. შავი ქოლგების ლეგიონი იცავდა დამსწრე საზოგადოებას, რომელთ შორის ფრანგ მსახიობს, სოფი მარსოსაც იხილავდით. დემნას გააჩნია უნიკალური ნიჭი; სწორედ ასე, უამინდობის ჟამს, მან კიბერპანკის ჟანრის ჩვენება გამართა.
Balenciaga-ს 2025 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენება მონოქრომული სამოსით დაიწყო. დემნას დიზაინს დიდი ხანია ერთი და უნიკალური ხაზი გასდევს და არც ამ ჯერად უღალატა მას ქართველმა დიზაინერმა. მასიური სამოსი, მონოქრომული და შავი ნაჭრები - ყოველი მისი კოლექცია თბილისს მაგონებს - მინიმალისტურს და ამავდროულად მასიურს, მონოქრომულს და ამავდროულად მაქსიმალურად მყვირალას.
დაათვალიერეთ ბრენდის უახლესი კოლექცია პირდაპირ შანხაიდან და თავად შეაფასეთ:
საინტერესოა, რომ დიზაინერმა ჩვენებისას ფეხსაცმლის ყუთი აქსესუარად გამოიყენა.
კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული ლუქი ვარდისფერი კაბაა, რომელიც ერთჯერადი ვარდისფერი პლასტიკური პარკისგანაა დამზადებული. ეს სამოსი კრისტობალ ბალენსიაგას 1965-1966 წლის შემოდგომა/ზამთრის ვარდისფერ კაბას მახსენებს, რომელიც სირაქლემას ბუმბულით იყო შექმნილი.
დემნამ სუპერ წაგრძელებული ლუქები, შანხაის ცათამბჯენებით შთაგონებულმა შექმნა, თითქოს ყველა მოდელი ძალიან მაღალი ჩანდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი შთამბეჭდავად სქელი პლატფორმებით გამოდიოდნენ.
დღეს, ჩვენი რედაქცია შემოდგომის ლუქების შთაგონებას გთავაზობთ. ტემპერატურის დაცემასთან ერთად, დროა, გარდამავალი სეზონის ლუქებზე ფიქრიც დავიწყოთ. სეზონის სტილის განუყოფელი ნაწილი კი კაბისა და ჩექმების მარტივი და ელეგანტური კომბინაციაა.
მოდის ისტორიაში არმანის სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის იმ დიზაინერთა შორისაა, რომლებმაც ეპოქის მიმართულება შეცვალეს. ჯორჯო არმანიმ მამაკაცის კოსტუმს ახალი სახე მისცა, ქალთა მოდაში კი თავდაჯერებული და ელეგანტური სტილი დაამკვიდრა. არმანის სახელი სამუდამოდ უკვდავყოფილია როგორც მოდის, ისე კულტურის ისტორიაში.
ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის სარედაქციო კონტენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ვინტური მოდის ყველაზე გავლენიან ჟურნალს არ ტოვებს, თუმცა ამერიკული გამოცემის საქმიანობას ამიერიდან 39 წლის ქლოე მალი გაუძღვება.