P’AUZA – თბილისის საუკეთესო აუზი ღია ცის ქვეშ
აღმოაჩინეთ P’auza Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში – ღია აუზი, სპა, საუნა, ჯაკუზი, საუზმე, შამპანური და DJ სეტები ზაფხულის ცხელ დღეებში.
Art In Stores project-ის ფარგლებში, Balenciaga-მ გერმანელ ხელოვანთან, მორენო შვაიკლასთან კოლაბორაციით შექმნილი ინსტალაციების სერია "ოაზისის შადრევანი" წარადგინა, რომელიც ბრენდის ევროპის, ამერიკისა და აზიის მაღაზიებში განთავსდება.
30 აპრილის შემდეგ, SPRING S-700 შადრევანი Balenciaga-ს მილანის მაღაზიაში Via Monte Napoleone-შია წარმოდგენილი, რის შემდეგაც ინსტალაცია ბრენდის ევროპულ მაღაზიებში იმოგზაურებს, რაც შეეხებათ SPRING A-100 და SPRING G-300 ინსტალაციებს, ისინი დიდი პატივით მოივლიან ამერიკასა და აზიას.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Balenciaga წარმატებით თანამშრომლობდა ისეთ ხელოვანებთან, როგორებიც არიან ანა-სოფია ბერგერი, კაიეტანო ფერერი, ნიკოლ ვერმერსი, ჰარი ნურიევი და ტობიას სპიჩტიგი. მათთან კოლაბორაციით ბრენდმა, არა ერთი დასამახსოვრებელი ინსტალაცია შექმნა, რომელიც Balenciaga-ს მაღაზიებს დღეებისა და კვირების განმავლობაში ამშვენებდა.