ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.

ფუმფულა და გემრიელი ფენქეიქი ახალაგზრდა კონდიტერმა, მირანდა ნადიბაიძემ გაგვიზიარა. ორი შვილის დედამ საკუთარი თავი კულინარიაში იპოვა და დღეს გემრიელ საკონდიტრო ნაწარმს არა მხოლოდ საკუთარ გოგოებს უმზადებს, არამედ მათ რეცეპტებს რამდენიმე ათეულ ათას ინსტაგრამ მიმდევარს უზიარებს.
ჩემს ისნტაგრამ მიმდევრებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, სწორედ რომ, ფუმფულა ფენქეიქები იყო
ინგრედიენტები
• 2 ც კვერცხი
• 100 გრ შაქარი
• 600 გრ რძე
• 120 გრ კარაქი (გამდნარი)
• 3 გრ მარილი
• 20 გრ გამაფხვიერებელი
• 500 გრ ფქვილი
მომზადების წესი
ჯამში მოვათავსოთ კარაქი და ცეცხლზე დავდგათ გასადნობად. კვერცხი და შაქარი ერთმანეთში გადავურიოთ და დავუმატოთ რძე და გამდნარი კარაქი. შემდეგ კი, დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი და გამაფხვიერებელი. მომზადებული მასა გახურებულ ტაფაზე საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ და გემრიელად მივირთვათ!