ბოდბე: თანამედროვე სასტუმრო კახეთის გულში
სასტუმრო „ბოდბე“ კავკასიონისა და ალაზნის ველის პანორამული ხედებით, თანამედროვე ინტერიერით, კომფორტული სივრცეებით და კულინარიული გამოცდილებით კახეთის გამორჩეულ ადგილად იქცა.
თბილისში, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასის“ მე-10 სართულზე რუფტოპ რესტორანი ATI მდებარეობს. ATI უკვე წლებია ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრის ადგილად ითვლება. სივრცე, სადაც თანამედროვე ქართული და ევროპული სამზარეულო, ბარი, ტერასა და ლაუნჯი ერთიანდება, სტუმრებს ყოველდღიურობიდან მცირე პაუზას და გამორჩეულ კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობს.

ATI-ს დახვეწილი ინტერიერი და თბილისის პანორამული ხედი პირველივე წუთებში იქცევს ყურადღებას. თუმცა სტუმრის გამოცდილებას განსაკუთრებულს სწორედ ის მომსახურება ხდის, სადაც ტრადიციული ქართული სტუმარ-მასპინძლობა თანამედროვე სტანდარტებთანაა შეთავსებული.

რესტორნის კულინარიული გუნდი სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებისგან შედგება. საქართველოს სხვადასხვა კუთხის შეფები თავიანთ გამოცდილებასა და ტრადიციული რეცეპტების ცოდნას აერთიანებენ. შედეგად იქმნება მენიუ, რომელიც ინარჩუნებს ძველ გემოვნურ კოდებს, თუმცა მათ თანამედროვე ინტერპრეტაციას აძლევს.
![]() |
![]() |
ნომებრიდან ATI-ს სტუმრებს ახალი შემოდგომა-ზამთრის მენიუ დაგხვდებათ. მენიუში ერთიანდება თბილი, სეზონური ინგრედიენტები, ნაცნობი თუ ექსპერიმენტული გემოები.

საახალწლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად კი ATI-ს გარემო კიდევ უფრო სადღესასწაულო ხდება. მყუდრო განათება, ცოცხალი მუსიკა და კერძების მრავალფეროვნება დეკემბრის საღამოებს განსაკუთრებულ განწყობას მატებს.
